ka | en
TSU

მეთორფანის და მისი O-დემეთილ მეტაბოლიტის ენანტიოსელექტიური ანალიზის მეთოდის დამუშავება სითხური ქრომატოგრაფია ტანდემური მას სპექტრომეტრიის გამოყენებით

ავტორი: ნინო გაბეხაძე
საკვანძო სიტყვები: მეთორფანი, დექსტრომეთორფანი, ლევომეთორფანი
ანოტაცია:

ზემოაღნიშნული სამაგისტრო კვლევის მიზანი იყო მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია გაერთიანებული მას-სპეექტრომეტრიის გამოყენებით შეგვემუშავებინა მეთოდი, რომლის საშუალებითაც შევძლებდით მეთორფანისა და მისი O-დემეთილმეტაბოლიტის ენანტიომერების დაყოფას. ნიმუშის სახით მოვამზადეთ მეთორფანის და მისი O-დემეთილმეტაბოლიტის ენანტიომერების ნარევი. სამაგისტრო ნაშრომის განხორციელებისათვის საკვლევ აპარატად გამოვიყენეთ სითხური ქრომატოგრაფი & მას-სპექტრომეტრი Agilent Technologies 1290 Infinity & Agilent Technologies 6410 Triple Quad LC/MS. ექსპერიმენტისთვის გამოვიყენეთ 9 მოძრავი ფაზის ხსნარი, და 9 სტაციონარული ფაზა. ენანტიოსელექტიური დაყოფის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ზემოაღნიშნულ ნივთერებებს აქვთ განსხვავებული ფარმაკოლოგიური მოქმედება. საბოლოოდ, კვლევამ აჩვენა, რომ მეთორფანის, მისი ენანტიომერებისა და მეტაბოლიტების ენანტიოსელექტიური დაყოფისათვის საუკეთესო ვარიანტია Cellulose 3 სვეტი და MeOH + 0.1% H20. მეთოდის უპირატესობას წარმოადგენს დაყოფის მიღება მცირე დროში.


მიმაგრებული ფაილები:

მეთორფანის და მისი O-დემეთილ მეტაბოლიტის ენანტიოსელექტიური ანალიზის მეთოდის დამუშავება სითხური ქრომატოგრაფია ტანდემური მას სპექტრომეტრიის გამოყენებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com