ka | en
TSU

ფუძე ბუნების მქონე ზოგიერთი ქირალური ნივთიერების ენანტიომერების დაყოფა კაპილარული ელექტროფორეზის გამოყენებით

ავტორი: ამირანი ჭყონია
ანოტაცია:

კაპილარული ელექტროფორეზის მეთოდი წარმატებით გამოიყენება ენანტიომერების დასაყოფად. ელექტროფორეზში, გარკვეული უპირატესობების გამო, სელექტორებად გამოიყენება ციკლოდექსტრინები და მათი წარმოებულები. ციკლოდექსტრინები ცალკეულ ენანტიომერებთან არაკოვალენტური ხასიათის მოლეკულათაშორისი კავშირებით წარმოქნიან განსხვავებული სიმტკიცის კომპლექსებს, რაც განაპირობებს ენანტიომერთა ეფექტური ძვრადობების განსხვავებას და აქედან გამომდინარე მათ დაყოფას. კაპილარული ელექტროფორეზით შეიძლება ისეთი ნატიფი მოლეკულათაშორისი ურთიერთქმედებების შესწავლა, რომლებიც ენერგიათა მცირე განსხვავების გამო, არცერთ სხვა მეთოდში არ არის შესაძლებელი, რაც დაყოფის ელექტროფორეზული მეთოდის დიდი უპირატესობაა. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია ნომიფენსინისა და მიანსერინის ენანტიომერების დაყოფა, სადაც ქირალურ სელექტორებად გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის ციკლოდექსტრინები. დადგენილ იქნა ციკლოდექსტრინის ზომისა და ციკლოდექსტინის გარე შრეში ჩანაცვლებული ჯგუფების ქიმიური ბუნების გავლენა ქირალური გამოცნობის უნარზე (სელექტივობაზე) და მიგრაციის რიგზე.


მიმაგრებული ფაილები:

ზოგიერთი ფუძე ბუნების მქონე ნივთიერების ენანტიომერების დაყოფა კაპილარული ელექტროფორეზის გამოყენებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com