ავტორიზაცია
მიკრობული ინდიკატორებისა და პოტენციური პათოგენების გამოვლენა თბილისის მიდამოებში არსებულ სასმელ წყალსა და რეკრეაციულ წყალსატევებში
ავტორი: მარიამ ალიბეგაშვილისაკვანძო სიტყვები: წყლის ხარისხი, რეკრეაციული წყლები, ფეკალური მაჩვენებლები, ფაგიები, ვიბრიოები.
ანოტაცია:
თანამედროვე მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს, წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წყლის დაბინძურება წარმოადგენს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისევე როგორც კლიმატის ცვლილებამ და გლობალურმა დათბობამ, შეიძლება გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი მიკრობების სერიოზული როდენობრივი ცვლილებები საქართველოს წყალსაცავებში. საქართველოში ტურმიზმის განვითარება და ინტენსიური მიგრაცია, შესაძლებელია განვიხილოთ როგორც დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი არაენდემური ბაქტერიების, მათ შორის ქოლერის ვიბრიონის გავრცელებისათვის ჩვენს წყლიან გარემოში. სწორედ ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია წყალსატევების რეგულარული მონიტორიგი, რათა შეფასდეს არსებული მდგომარეობა და ასევე, დროულად მოხდეს დაავადების გავრცელების საფრთხის შემცირება. წარმოდგენილი კვლევის ძირითადი მიზანია თბილისის შემოგარენში არსებული სასმელი და რეკრეაციული მიზნებისთვის გამოყენებული ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევების, ლისის ტბისა და თბილისის ზღვის, დაბინძურების მიკრობული ინდიკატორების განსაზღვრა, პოტენციური პათოგენების გამოვლენა, პირველადი იზოლატების გამოყოფა და მათი იდენტიფიკაცია. წყლის ნიმუშების აღება მოხდა სეზონურად სამ ეტაპად (ნოემბერი, მარტი, მაისი) 2022-2023 წლებში ზემოთ აღნიშნული წყალსატევებიდან. მიკრობული დაბინძურების მაჩვენებლები სრულიად შეესაბამებოდა სეზუნურობას და არ შეიმჩნოდა საგრძნობლად მიკრობთა რაოდენობრივი მატება. წყლის 6 ნიმუშიდან გამოყოფილ იქნა 27 V. cholerae-ს იზოლატი. კვლევის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა გამოყოფილი ქოლერის ვიბრიონების ანტიბიოტიკო და ფაგო მგრძნობელობა. V. cholerae-ს იზოლატების ანტიბიოტიკო პროფილის შესწავლა განხორციელდა 15 ანტიბიოტიკის გამოყენებით. მაღალი მგრძნობელობა შეინიშნებოდა გენტამიცინის (92.6%), სტრეპტომიცინის (92.6%), სულფადიაზინის (88.9%), კანამიცინის (88.9%), ქლორანფენიკოლი (88.9%) და ციპროფლოქსაცინის მიმართ (88.9%). V. cholerae-ს 27 იზოლატი შემოწმდა ბაქტერიოფაგების მიმართ მგრძნობელობაზე. გამოვიყენეთ V. cholerae O1 მიმართ სპეციფიური 11 ფაგური კლონი საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან, სხვადასხვა დროს გამოყოფილი და 2 სტანდარტული ფაგი პასტერის ინსტიტუტის კოლექციიდან. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ მხოლოდ 7 შტამი (25.9%) 27-დან იყო მგრძნობიარე ფაგების მიმართ, რომელიც ლისის ტბის წყლიდან იყო გამოყოფილი. ფაგომგრძნობელობის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფაგების მიმართ რეზისტენტული V.cholerae-ს 20 შტამი არ მიეკუთვნება ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვან V. cholerae-ს O1 სეროტიპს.
მიმაგრებული ფაილები:
მიკრობული ინდიკატორებისა და პოტენციური პათოგენების გამოვლენა თბილისის მიდამოებში არსებულ სასმელ წყალსა და რეკრეაციულ წყალსატევებში [ka]მიკრობული ინდიკატორებისა და პოტენციური პათოგენების გამოვლენა თბილისის მიდამოებში არსებულ სასმელ წყალსა და რეკრეაციულ წყალსატევებში [ka]
მიკრობული ინდიკატორებისა და პოტენციური პათოგენების გამოვლენა თბილისის მიდამოებში არსებულ სასმელ წყალსა და რეკრეაციულ წყალსატევებში [ka]