ka | en
TSU

რაინერის დრეკადი მასალებისთვის იერარქიული მათემატიკური მოდელების აგება

ავტორი: მარიამ კოხრეიძე
საკვანძო სიტყვები: იერარქიული მოდელები, პრიზმული გარსისნაირი არე
ანოტაცია:

მოხსენებაში განზომილების რედუქციის ილია ვეკუას მეთოდის გამოყენებით, აგებულია იერარქიული მოდელები რაინერის დრეკადი მასალის სხეულებისთვის, გარკვეული აზრით გაწრფივებულ კონსტიტუციურ დამოკიდებულებების შემთხვევაში. სხეულს(გარემოს) უკავია პრიზმული გარსისნაირი არე Ω ⊂R^3 ლიპშიცური და არალიპშიცური საზღვრით. დასმულია საწყის-სასაზღვრო ამოცანები N-ურ მიახლოებაში. განხილულია წამახვილებული პრიზმული გარსის შემთხვევაში სასაზღვრო პირობების Ω -ს ω ⊂R^2 პროექციის საზღვარზე დასმის თავისებურებები.


მიმაგრებული ფაილები:

რაინერის დრეკადი მასალებისათვის იერარქიული მათემატიკური მოდელების აგება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com