ka | en
TSU

დნმ-ის ბიოფიზიკური კვლევები

ავტორი: მარიამი ცაგურიშვილი
თანაავტორები: მარიამ ცაგურიშვილი
საკვანძო სიტყვები: დნმ, ქრომატოგრაფია
ანოტაცია:

„დნმ-ის ბიოფიზიკური კვლევები“ მარიამ ცაგურიშვილის ავტორობით, მოგვითხრობს მაკრომოლეკულების ბიოფიზიკური კვლევების შესახებ სხვადასხვა მეთოდებს. პირველ ნაწილში დეტალურადაა აღწერილი დნმ, მისი სტრუქტურა, რეპლიკაციის პროცეს და ამ პროცესში მონაწილე ელემენტები და კომპონენტები როგორებიცაა მაგალითად დნმ პოლიმერაზა, რნმ და ა.შ. ნაშრომის მეორე თავი მოგვითხრობს დნმ-ის ბიოფიზიკურ კვლევებში ფართოდ გამოყენებული მეთოდის - ქრომატოგრაფიის შესახებ: დეტალურად გვიყვება თუ რა არის ამ მეთოდის პრინციპი, როგორ მუშაობს ის და განიხილავს მის სხვადასხვა ტიპებს, კერძოდ კი გელფილტრაციას, გამანაწილებელ ქრომატოგრაფიას, ადსორბციულ ქრომატოგრაფიას, იონცვლად ქრომატოგრაფიას, აფინურ ქრომატოგრაფიას და გვიყვება ქრომატოგრაფიის კლასიფიკაციაზე უძრავი ფაზის მიხედვით. დასკვნით, ანუ მესამე ნაწილში განხილულია ქრომატოგრაფიის სხვადასხვა მეთოდების დნმ-ის გამოსაკვლევად გამოყენების კონკრეტული მაგალითები და შეფასებულია ქრომატოგრაფიის მეთოდით დნმ-ის კვლევის მნიშვნელობა.


მიმაგრებული ფაილები:

დნმ-ის ბიოფიზიკური კვლევები [ka]
დნმ-ის ბიოფიზიკური კვლევები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com