ავტორიზაცია

ფიზიკური კანონების გამოყენებით, ადამიანის სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის შესწავლა
ავტორი: მარინა ტეტუნაშვილიანოტაცია:
სისხლის მოძრაობისას მნიშვნელოვანია დადგენილი იყოს ის ფიზიკური კანონზომიერებები, რომლებიც მას ახასიათებს. სიბლანტე, დინამიური პარამეტრი, რომელიც ვლინდება სითხის მოძრაობის დროს, ცოცხალ ორგანიზმებშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სისხლის სიბლანტეს კავშირი აქვს სხვადასხვა ტიპის ავადმყოფობასთან, ამიტომ მისი გაზომვა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ცოცხალი სისტემებისათვის მკაცრად არის განსაზღვრული, როგორი იქნება სისხლის მოძრაობის ნაკადი - თუ ის იცვლება, უნდა დარეგულირდეს. არსებობს რეგულირების ფორმები (მაგალითად: მილის რადიუსის შემცირება, სითხის სიბლანტის გაზრდა),რომლებიც ნათლად ჩანს პუაზელის ფორმულაში. სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობას ახასიათებს ორი ტიპის, ლამინარული და ტურბულენტური დინება, რომლებიც განისაზღვრება რეინოლდსის რიცხვით. წნევის გაზომვის ე.წ. კროტოკოვის მეთოდს, საფუძვლად სწორედ სისხლის დინების ხასიათის ცვლილება და ჰიდროდინამიკის ძირითადი განტოლება, ბერნულის განტოლება, უდევს.