ka | en
TSU

პლასტიკური ორქექტომიის გავლენა სისხლის ლიპიდების მეტაბოლიზმის ცვლილებასა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე

ავტორი: ქეთევან ცანავა
ანოტაცია:

პროსტატის კიბოს, გავრცელების სიხშირით, პირველი ადგილი უკავია მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის. პროსტატის კანცეროგენეზის მექანიზმების ფუნდა¬მენტური კვლევა, მეტაბოლური ტრანსფორ¬მაციისას მიმდინარე ცვლი¬ლების შესწავლა და პროსტატ-სპეციფიკური ბიომარ¬კერების მოძი¬ება მნიშვნე¬ლოვან სიახლეს შეიტანს პროსტატის სიმსივნური ტრანსფორ¬მაციისა და პროგრე¬სირების შესახებ არსებულ მონაცემებში. ცნობილია, რომ პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება ლიპიდური მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი დარღვევით მიმდინარეობს. ლიპიდები და მათი მეტაბოლიტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედთა პროლიფერაციისა და მალიგნალიზაციის პროცესებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი კვლევის მიზანს წარმოდგენდა შეგვესწავლა პლასტიკური ორქექტომიის გავლენა სისხლის ლიპიდების მეტაბოლიზმის ცვლილებასა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე. ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა, რომ პლასტიკური ორქექტომიის შემდეგ, სისხლში ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის შეფერხება, ქოლესტეროლისა და ფოსფოლიპიდების (ამინოშემცველი და ქოლინშემცველი) საერთო რაოდენობის მიახლოება საკონტროლო მაჩვენებელთან გარკვეული დროით სიმსივნური პროცესის რეგრესის მაჩვენებელია. სიმსივნური პროცესის დამუხრუჭების მაჩვენებელი უნდა იყოს ასევე პაციენტთა სისხლში PSA-ს დონისა და მჟავა ფოსფატაზას, როგორც პროსტატსპეციფიური სიმსივნური მარკერის ფერმენტული აქტივობის დაქვეითებაც. დადგინდა, რომ პლასტიკური ორქექტომიის შემდეგ, ქირურგიული ჩარევის მიუხედავად არ ხდება პაციენტების აბსოლუტური გამოჯანმრთელება, თუმცა მთელი რიგი მაჩვენებლების ნორმალიზაცია პოსტოპერაციული პერიოდის აღნიშნულ ეტაპზე (6-18 თვე), ორგანიზმის იმუნური სისტემის შედარებით გაძლიერებაზე და შესაბამისად დაცვითი უნარის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com