ავტორიზაცია
„შაქრიანი დიაბეტის ფორმები და მათი გართულებები.“
ავტორი: სერგო გეგეჭკორითანაავტორები: -
საკვანძო სიტყვები: შაქრიანი დიაბეტი, კეტოაციდოზი, გესტაციური დიაბეტი
ანოტაცია:
განმარტების თანახმად შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი მნიშვნელონად აღემატება დასაშვებ დონეს. ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში გლუკოზა წარმოადგენს მთავარ სტიმულს ინსულინის ძლიერი სეკრეციისთვის, რომელიც ერთადერთი ანაბოლური ჰორმონია. შაქრიანი დიაბეტი აღიწერება, როგორც მულტიეტიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე ძირითადი ფორმით გამოვლინდება: 1- ინსულინის სრული დეფიციტით მიმდინარე ვარიანტი - ტიპი I; 2- ინსულის რეცეპტორების რეზიდენტობით გამოვლენილი მდგომარეობა - ტიპი II; დაბოლოს გაზრდილი გლუკოზის მაჩვენებლით მიმდინარე ორსულობა - ე.წ. დიაბეტის გესტაციური ფორმა. მიმდინარე პათოლოგიის ამგავრი კლასიფიკაცია საშუალებას იძლევა მარტივად გასაგები გახდეს ის განსხვავებული მკურნალობის ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ამა თუ იმ ფორმის შაქრიანი დიებაეტისა და მათთან ასოცირებული შესაბამისი გართულებების (ტიპი I – დიაბეტური კეტოაციდოზი ; ტიპი II-ჰიპეროსმოლარული ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა) მართვისას.