ka | en
TSU

ელექტრონის მოძრაობა მაგნიტურ ველში და სპინ-ორბიტალური ურთიერთქმედება

ავტორი: ბიძინა ფოცხვერაშვილი
საკვანძო სიტყვები: ელექტრონი, მაგნიტური ველი, სპინ-ორბიტალური
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია ეფექტები, რომლებიც თან სდევს ელექტრონის მოძრაობას ელექტრულ და მაგნიტურ ველებში. შესწავლილია სპინ-ორბიტალური ურთიერთქმედება, რაც საფუძვლად უდევს ახალ დარგს ფიზიკაში, სპინტრონიკას. პირველ თავში განხილულია დირაკის განტოლების არარელატივისტური ზღვარი, რომელიც ამოცანაში გამოაჩენს სპინ-ორბიტალურ ურთიერთქმედებას. მეორე თავში შესწავლილია ეფექტები როცა ელექტრონი მოძრაობს მხოლოდ მაგნიტურ ველში და განტოლებაში არაა სპინ-ორბიტალური ურთიერთქმედების წევრი. მესამე თავში ელექტრონი მოძრაობს მაგნიტური ველის გარეშე და გამოთვლილია ენერგიის დონეები ასეთი შემთხვევისთვის. ასევე განხილულია შენახვადი სიდიდეები სიმეტრიული ყალიბის შემთხვევაში. მეოთხე თავში არის შემთხვევა როცა ელექტრონი მოძრაობს როგორც ელექტრულ ისე მაგნიტურ ველებში, ამის შედეგი არის ენერგეტიკული დონეების გახლეჩა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com