ka | en
TSU

ფუნდამენტური კონსტანტები

ავტორი: ცოტნე გოგოლი
ანოტაცია:

საბაკალავრო ნაშრომში ჩაატრებულია ადრეული სამყაროს მოდელის აღწერა. კერძოდ განხილულია ფრიდმანის არასტაციონალური სამყაროს სურათი. ასევე განხილულია, სამყაროს გაფართოების პროცესში, დირაკის ჰიპოთეზა ფუნდამენური კონსტანტების ცვლილების შესახებ. ძირითადი ყურადღება მიპყრობილია ნაზი სტრუქტურის მუდმივას ცვლილების შესწავლაზე. კერძოდ მოყვანილია ექსპერიმენტული მასალა, დაკავშირებული შორეული კვაზარების გამოსხივებასთან. კვაზარების გამოსხივების დაკვირვება წითელი წანაცვლების არეში საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნას ნაზი სტრუქტურის - ს ცვლილება სამყაროს განვითარების პროცესში, ნაჩვენებია, რომ თანამედროვე ექსპერიმენტული სიზუსტის ფარგლეში არ დაიკვირვება ამ მუდმივის სიდიდის ცვლილება. ასევე განხილულია ექსპერიმენტული კვლევის შედეგები დაკავშირებული ბუნებრივ რეაქტორთან „ოკლოში „ (აფრიკა). ეს რეაქტორი 109 წელია რაც მოქმედებაშია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com