ავტორიზაცია

ნანოსტრუქტურები მედიცინაში. ნანონაწილაკების (ლიპოსომები, დენდრიმერები, მიცელები და სხვ.) წამლებთან კომპლექსი და მათი ფიზიკური მახასიათებლები.
ავტორი: მარიამ ჩოხელისაკვანძო სიტყვები: ნანონაწილაკები, მედიცინა
ანოტაცია:
ნაშრომში განვიხილავთ ნანონაწილაკების გამოყენებას მედიცინაში.აღვწერთ ნანონაწილაკების ტიპებს, სტრუქტურებს,კომპლექსების წარმოქმნის მეთოდებს და ფიზიკო-ქიმიურ თვისებებს. უფრო ვცრლად კი განვიხილავთ ლიპოსომებს და მათი თერმოდინამიკური თვისებების შესწავლას დიფერენციალური სკანირების კალორიმეტრიის (DSC) მეთოდის საშუალებით.გაზომვებმა გვაჩვენეს სითბოს შთანთქმის ის ინტერვალი, სადაც ხდება ამ ნაწილაკების მოწესრიგებული სტუქტურის დარღვევა, ამ პარამეტრით კი განისაზღვრება ის ენერგია, რომლის ხარჯზეც წარმოიქმნა ეს კომპლექსური ნანონაწილაკები. განვიხილავთ ექსპერიმენტულ კვლევებს, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა შემადგენლობის ლიპოსომების მომზადებას, წამლის ინკაფსულაციას და თერმული ქცევის ანალიზს კალორიმეტრიის გამოყენებით. მიღებული შედეგები იძლევა საშუალებას დავადგინოთ კომპლექსური ნანონაწილაკების სტაბილობა ტემპერატურისა გარემოს პირობების მიხედვით,რაც მნიშვნელოვანია ნანონაწილაკების წამლების მიწოდების სისტემების ოპტიმიზაციისთვის.