ka | en
TSU

ბაქტერიების და ბაქტერიოფაგების ურთიერთქმედების მოდელირება

ავტორი: ეკა ჭონიშვილი
საკვანძო სიტყვები: ბაქტერიები, ფაგები, დაყოვნება
ანოტაცია:

ბაქტერიების და ბაქტერიოფაგების მოქმედების თუ მათი თანაევოლუციის შესწავლა აქტუალური საკითხია. ნაშრომში განხილულია სწორედ მათი ურთიერთქმედების აღმწერი მათემატიკური მოდელი. გათვალისწინებულია საკვები რესურსების, ბაქტერიების, ინფიცირებული ბაქტერიებისა და ფაგების კონცენტრაცია. ბაქტერიებსა და ფაგებს შორის ურთიერთქმედება აღიწერება 4 დიფერენციალური განტოლებისგან შემდგარი სისტემით. სისტემა შეიცავს არაწრფივობას და დროით წანაცვლებას, რის გამოც სისტემის ანალიზური ამოხსნა შეუძლებელია. მოდელი საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ სისტემის მრავალფეროვან დინამიკას. მაგალითად: რხევით და ქაოსურ პროცესებს, რეჟიმების მონაცვლეობას და სისტემის სირთულის გაზრდას. უნდა აღინიშნოს, რომ ნაშრომში განხილულია მოდელზე სხვადასახვა ფიზიკური პარამეტრების(მაგ: ტემპერატურა, pH)-ის ზემოქმედების შედეგი, რითაც მოდელი უფრო სრულყოფილი ხდება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com