ka | en
TSU

თერმოდინამიკის მეორე კანონი და ცოცხალი სისტემა. ენტროპია და თავისუფალი ენერგია. სტაციონალური მდგომარეობის თერმოდინამიკა. წონასწორული თერმოდინამიკური პროცესები.

ავტორი: ქრისტინა გოცირიძე
საკვანძო სიტყვები: თერმოდინამიკა, ენტროპია
ანოტაცია:

თერმოდინამიკის მეორე კანონი და ცოცხალი სისტემა. სისტემის ენტოპია და თავისუფალი ენერგია. სტაციონალური/არასტაციონალური მდგომარეობის თერმოდინამიკა. წონასწორული და არაწონასწორული თერმოდინამიკური პროცესები. თერმოდინამიკის მეორე კანონი ბუნების ფუნდამენტური პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს სისტემაში ენერგიის გარდაქმნის პროცესთა მიმართულებას. მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროებისთვის მნიშვნელოვანია პროცესის მიმართულების წინასწარვე ცოდნა. თუმცა თერმოდინამიკის მეორე კანონის როლი არ შემოიფარგლება მეცნიერებისა თუ ინჟინერიის არეალით. თერმოდინამიკური მიდგომა ეფექტურია ბიოლოგიური სისტემების ქცევისა და ფუნქციონირების შესწავლის საქმეშიც. საბაკალავრო ნაშრომის მიზანი არის დავადგინო თუ როგორაა შესაძლებელი ცოცხალი სისტემების თერმოდინამიკური მეთოდებით კვლევა, რა თავისებურებები ახასიათებს ამ მეთოდებს და გავაანალიზო კონკრეტულად თერმოდინამიკის მეორე კანონის როლი ბიოლოგიურ სისტემებში მიმდინარე პროცესთა შესწავლაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com