ავტორიზაცია
გაფანტული სკლეროზის პრევენცია კრეატინით და ფლავონოიდებით
ავტორი: თემური მანთაშაშვილისაკვანძო სიტყვები: გაფანტული სკლეროზი, კრეატინი, ფლავონოიდები, ოქსიდაციური სტრესი, დემიელინიზაცია, მიელინის გარსი, ნეიროდეგენერაცია, ანტიოქსიდანტი
ანოტაცია:
ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება ისეთი დაავადება, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი (MS). აღნიშნული დაავადება იწყება ნერვულ ქსოვილში მიმდინარე რთული მოლეკულური მექანიზმების ცვლილებით, რასაც მოსდევს მიელინის გარსის დაზიანება - ნეიროდეგენერაცია. ამ დაავადებას საფუძლად უდევს ავტოიმუნური რეაქცია, რის შედეგადაც აქსონების მფარავი მიელინის გარსი ორგანიზმის მიერ უცხოდ აღიქმება და ნადგურდება იმუნური სისტემის უჯრედების მიერ. საქართველოში სტატისტიკურად ფიქსირედება დაახლოებით 1100 შემთხვევა. საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა. ეს შესაძლოა, უკავშირდება იმასაც, რომ დღესდღეობით თანამედროვე მედიცინაში გაუმჯობესდა სადიაგნოსტიკო მეთოდები და გამარტივდა დაავადებების გამოვლენა. თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ გარემო პირობების გაუარესება და გაზრდილი სტრესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ მძიმე დაავადების გავრცელებაში. სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ გაფანტული სკლეროზის პრევენცია შესაძლებელია უჯრედის ოქსიდაციური სტატუსის დაქვეითებით, ანტიოქსიდანტური სისტემის გაძლიერების გზით. აღნიშნული სისტემების გაძლიერებისათვის მნიშვნელოვანია, ისეთი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მოძიება, რომლებიც გარკვეულ დამცველობით ფუნქციას შეასრულებენ, რომელთა შორისაა უჯრედში მაღალენერგეტიკული ფოსფატების ტრანსპორტსა და შენახვაში მონაწილე ნიტროგენული ნაერთი კრეატინი და ანტიოქსიდანტური თვისების მქონე ნაერთები - ფლავონოიდები. დადგინდა, რომ აღნიშნლულმა ნაერთებმა საგრძნობლად შეამცირეს იმ მექანიზმების განვითარება, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების განვითარებას, ხოლო დაავადებულ მოდელებში შეამსუბუქეს სიმპტომატიკა. აღნიშნული ნაშრომის მიზანია, საზოგადოებისთვის გაფანტული სკლეროზისა და პრევენციის საშუალებებისადმი ცნობიერების ამაღლება.