ka | en
TSU

ტოქსინების გავლენით ბაქტერიების ბიოლოგიური აქტივობების მოდელირება

ავტორი: მარიამ ცინდელიანი
საკვანძო სიტყვები: ბაქტერია, ბაქტერიის გამრავლება, ბაქტერიული ტოქსინი, მალიმიტირებელი ფაქტორი, ტემპერატურა, მჟავიანობა, პოპულაციის ზრდის მოდელი
ანოტაცია:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მიმართულების ბაკალავრი, მარიამ ცინდელიანი, თავის ნაშრომში იკვლევს ბაქტერიების ბიოლოგიურ აქტივობას, კერძოდ კი ტოქსინებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ზემოქმედებას გამრავლებაზე. ნაშრომში გამოყენებულია ჰიპოთეზა, რომლის თანახმად, ბაქტერიის გამრავლების ერთ-ერთი მალიმიტირებელი ფაქტორია მისგან წარმოშობილი ტოქსინები, რომლებიც ამავდროულად არიან ბაქტერიის მეტაბოლიზმის პროდუქტი. კვლევის ფარგლებში აღნიშნული პროცესის მოდელირებისათვის ჩაწერილია ახალი განტოლებათა სისტემა. მარიამმა ამოხსნა განტოლებათა სისტემა და აჩვენა კარგი სიზუსტით თანხვედრა ექსპერიმენტალურ მრუდთან. ჰიპოთეზის სამართლიანობა დაამტკიცა მოდელზე განხორციელებული სიმულაციებითა და ექსპერიმენტებით. ამ ნაშრომის მთავარი შედეგია, წარმოდგენილი ჰიპოთეზის დამტკიცება ექსპერიმენტალური მრუდისა და ახალი მოდელის გრაფიკული შედეგების დამთხვევით. ბუნებრივია, რომ ბაქტერიის გამრავლება დამოკიდებული უნდა იყოს სხვა ფიზიკო, ქიმიურ და ბიოლოგიურ ფაქტორებზე, ამიტომ მოდელში გათვალისწინებულია ტემპერატურისა და მჟავიანობის გავლენაც ბაქტერიის გამრავლებისას. ამასთან ერთად ნაშრომი ცალსახად ადასტურებს ბიოფიზიკურ მიდგომის აუცილებლობას ბაქტერიის გამრავლებისა და მალიმიტირებელი ფაქტორების მექანიზმების დადგენისას და მიკრობიოლოგიური, ბიოფიზიკური პროცესების კვლევისას მათემატიკური მოდელირების ეფექტურობას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com