ავტორიზაცია
თაფლში მაკროლიდების განსაზღვრის თანამედროვე მეთოდების შედარებითი ანალიზი
ავტორი: გიგა ახალბედაშვილისაკვანძო სიტყვები: მაკროლიდები, დეტექცია
ანოტაცია:
დღეისთვის, მსოფლიო ჯანდაცვისა და კვების საერთაშორისო ორგანიზაციები მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მიუხედავად რეგულაციებისა და კონტროლის, მაინც შეინიშნება საკვეის დაბინძურების საფრთხე პათოგენებით,ალერგენებით,ტოქსიკური ნაერთებით,პესტიციდებით, მათ შორის თაფლში ანტიბიოტიკების ნარჩენებით - მაკროლიდებით,რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას თაფლი, თავისი თვისებებით ძალზედ სასარგებლო პროდუქტია. გარდა ორგანოლეპტიკისა და სასიამოვნო არომატის მას იყენებენ სამკურნალო დანიშნულებით,ბავშვთა კვებაში,მედიცინაში და სხვა. თაფლს ბუნებრივად აქვს ანტისეპტიკური ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული თვისებები. მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე: გარემოს დაბინძურება, ვეტერინარიაში,აგროკულტურებში, და მეფუტკრეობაში დაავადებების საწინააღმდეგოდ მეტწეილად, გამოიყენება ანტიბიოტიკები-მაკროლიდები,რომელიც გავლენას ახდენს თაფლის ხარისხზე.ანტიბიოტიკების მაკროლიდური კლასი იმუნომოდულატორის ფუნქციასაც ასრულებს. მაკროლიდებს იყენებენ ადამიანის დაავადებების სამკურნალოდაც. კაცობრიობას ანტიბიოტიკო რეზისტენტულობა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.ეს პრობლემა მწვავედ დგას ევროპაში, ამერიკაში, განვითარებად თუ განვითარებულ სახელმწიფორბში. როგორც ცნობილია, ანტიბიოტიკების ნარჩენებით დაბინძურებული საკვები განაპირობებს რეზისტენტობის ფორმირებას. აღნიშნული კი პოტენციურ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. შესაბამისად,ჩვენი კვლევის მიზანი იყო მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების კვლევის ორი სხვადასხვა მეთოდის ვალიდაცია, ურთიერთშედარება და მათი პრაქტიკული აპრობაცია.მეთოდებზე,რომლებსაც შეუძლიათ საიმედოდ და ზუსტად გამოავლინონ ის მცირე ზომის ნარჩენები და რაოდენობრივად განისაზღვროს დამაბინძურებლებისა და ნარჩენების ოდენობა თაფლში. მაკროლიდების განსაზღვრისთვის შეირჩა ისეთი პარამეტრები, რომლითაც შევძლებდით გაგვეუმჯობესებინა მეთოდი და შეგევრჩია მნიშვნელოვანი და ზუსტი. შედეგად აღნიშნულ მეთოდზე ჩატარდა ვალიდაცია ევრორეგულაციის 2002/657/EC მიხედვით, რომლის დროსაც განისაზღვრა სელექტიურობა, წრფივობა, რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვარი, განმეორებადობა, გამოსავლიანობა - ოყო დამაკმაყოფილებელი. ასევე განვახორციელეთ გამოცდა თაფლის სხვადასხვა სახეობის ნიმუშებზე, რომლის დროსაც თითოეული მაკროლიდისთის გამოსავლიანობა იყო 80-120% ფარგლებში, რაც აკმაყოფილებს ევრორეგულაციის მოთხოვნებს.