ka | en
TSU

ცხოველთა საკვების ანტიოქსიდანტური მახასიათებლების გაუმჯობესება ქართული ყურძნის წიპწის ზეთის წარმოების ნარჩენების გამოყენებით

ავტორი: თამარ ალბუთაშვილი
ანოტაცია:

დღითიდღე დიდი ყურადღება ექცევა როგორც ადამიანების, აგრეთვე ცხოველების, და მცენარეების საარსებო გარემოს საერთო ჯანმრთელობასა, კეთილდღეობას და სიჯანსაღეს. სწორედ ამიტომ ცხოველთა საკვების გაუმჯობესება წარმოადგენს ერთ ერთ გამოწვევას, მათ შორის კი გამოვყოფთ ჟანგვითი სტრესის შემცირების საკითხს, რომლისგან თავის დასაცავად აქტიურად იყენებენ ბუნებრივ თუ სინთეზურ ანტიოქსიდანტებს. აგრეთვე, ყურადღება მისაქცევია რომ ბოლო წლებში სინთეზური ანტიოქსიდანტების ნეგატიურმა ეფექტმა ნათლად დაგვანახა რომ ანტიოქსიდანტების ბუნებრივი ალტერნატივები გარემოში შეგვიძლია ვეძებოთ. ბუნებრივ პრეპარატებს არ აქვთ ანალოგიური კანცეროგენული თვისებები ცოცხალი ორგანიზმების მიმართ რის გამოც ზოგიერთი სინთეზური პრეპარატი აკრძალულია როგორც ადმაიანის ასევე ცხოველთა საკვებში გამოსაყენებლად. ჩვენი კვლევის მიზანია შეგვესწავლა ქართული ყურძნის წიპწი ზეთის წარმოების ნარჩენებიდან გამოყოფილი, ბუნებრივი ექსტრაქტების პოტენციალი ცხოველთა საკვების ანტიოქსიდანტური მახასიათებლების გასაძლიერებლად. კვლევაში გამოყენებული ყურძნის წიპწის ზეთის წარმოების ნარჩენები შეგროვდა ადგილობრივი ღვინის ქარხნიდან და დაექვემდებარა მოპოვების და გამწმენდი პროცესების სერიას, კონცენტრირებული ანტიოქსიდანტური ექსტრაქტის მისაღებად. წიპწის შროტის ექსტრაქტთან ერთად მოხდა სხვა კომერციული ანტიოქსიდანტების აქტივობის და ეფექტის შედარება როგორც ლაბორატორიულ აგრეთვე საწარმოო პირობებეში. ლაბორატორიულ პირობებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ექსტრაქტების მთლიანი ფენოლური ნაერთების და ფლავონოიდების მაღალი დონე, რომლებიც ცნობილია მათი ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით. კონკრეტულად წიპწის შროტიდან გამოყოფილი ექსტრაქტები და სხვა კომერციული ბუნებრივი თუ სინთეზური ანტიოქსიდანტები ჩართული იყო ძაღლის საკვების რაციონებში და შეფასდა მისი გავლენა საკვების ანტიოქსიდანტურ მახასიათებლებზე. შედეგებმა აჩვენებს, რომ ყურძნის წიპწის ზეთის წარმოების ნარჩენი ექსტრაქტის დამატებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ცხოველის საკვების ანტიოქსიდანტური შესაძლებლობები. წიპწის შროტის ექსტრაქტმა გამოავლინა ჯამური ფენოლური ნაერთების და ფლავონოიდების მაღალი დონე, რომლებიც ცნობილია მათი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით. ყურძნის თესლის ზეთის წარმოების ნარჩენების გამოყენება, როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტური წყარო ცხოველთა საკვებში, დიდ მოლოდინებს იძლევა როგორც მეცხოველეობის ინდუსტრიაში ასევე კომპანიონი ცხოველების საკვების გაუმჯობესებაში. ამ ნარჩენების ჩართვით, არა მხოლოდ შეიძლება გაზარდოს ცხოველის საკვების ანტიოქსიდანტური მახასიათებლები, არამედ შეიძლება შემცირდეს სინთეზურ დანამატებზე დამოკიდებულება, რაც გაზრდის ბუნებრივ საკვებ დანამატებზე მზარდ მოთხოვნას.


მიმაგრებული ფაილები:

სამაგისტრო ნაშრომი - თამარ ალბუთაშვილი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com