ავტორიზაცია

”CD180 ის ექსპრესიისა და მასთან ასოცირებული სასიგნალო გზების შესწავლა MEC1 უჯრედულ ხაზში”
ავტორი: ილონა არუთინიანისაკვანძო სიტყვები: ქლლ
ანოტაცია:
ანოტაცია ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (ქლლ) არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოჰემატოლგოიური დაავადება დასავლეთ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც. ქლლ-ის დროს მიმდინარეობს ლიმფოციტების პროლიფერაცია და ექსპანსია მიკროგარემოსთან ურთიერთქმედების შედეგად. მიკროგარემოს ერთ-ერთი ამომცნობი რეცეპტორი არის CD180 თოლლ-მსგავსი რეცეპტორი (თმრ), რომელიც არეგულირებს ქლლ უჯრედების ექსპანსიას და აპოპტოზს. წარმოდგენილი ნაშრომი ემსახურება რთულ იმუნოლოგიური სასიგნალო გზების გარკვევას, რომელიც, როგორც ჩანს, საფუძვლად უდევს ქლლ-ს. ჩვენ ვიკვლევთ, მოახდენს თუ არა MD1 გავლენას CD180-ის ექსპრესიაზე, ისევე როგორც CD180-ით გაშუალებულ პროაპოპტოზურ და გადარჩენის სასიგნალო გზებზე. ნაშრომი შექმნის ახალ ცოდნად CD180-ისა და CD150-ის ფუნქციონირების შესახებ, რაც თითქმის არ არის დახასიათებული კიბოს კონტექსტში.ჩვენი მიზანია, დავადგინოთ თმრ ჰომოლოგის, CD180-ის ექსპრესიის და სასიგნალო გზების მნიშვნელობა თანმხლები რეცეპტორებით გაშუალებული სიგნალის გადაცემის პროცესზე ქლლ უჯრედებში. მიზანი ორიენტირებულია დაავადების პროგნოზის ოპტიმიზაციასა და პაციენტების სიცოცლის გახანგრძლივების პროგნოზირებაზე. ნაშრომის ფარგლებში შვისწავლეთ CD180-ის, CD150-ის, MD1-ის ექსპრესია ქლლ-დან მიღბული MEC1 უჯრედულ ხაზის დროის სხვადასხვა წერტილში და უჯრედული ციკლის სხვადასხვა ფაზაში: მოვახდინეთ CD180-ის კორელაცია CD150, MD1 მოლეკულების ექსპრესიასა და შიდაუჯრედულ სასიგნალო გზებს შორის, ძირითადი სასიგნალო პროტეინ კინაზებუს ფოსფორილირების გაზმოვით MEC1 უჯრედებში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ MEC1 უჯრედულ კულტურაში MD1 წარმოადგენს CD180 რეცეპტორის დადებით რეგულატორს; რაც დავადგინეთ აღნიშნულ უჯრედულ კულტურის დროის სხვადასხვა წერტილში ზედაპირული და ციტოპლაზმური MD1-ის ზეგავლენა CD180-ის ექსპრესიაზე (sMD1-ის ექსპრესიის კორელაცია sCD180-ის ექსპრესიასთან Corr.Cof=0.91, cytMD1-ის ექსპრესიის კორელაცია sCD180-ის ექსპრესიასთან Corr.Cof=0.8). აღნიშნული მიუთითებს გარკვეული სხვა ცილების ექსპესია შესაძლოა იწვევდეს CD180-ის ექსპრესიის ზრდას. Mec 1 უჯრედულ კულტურებში მაღალი აღმოჩნდა CD150 ის ექსპესია დროის ყველა წერტილში (0სთ, 24სთ, 48სთ და 72სთ), თუმცა 48 საათიან კულტურაში CD150 ექსპესიის დაქვეითების ტენდეცია აღინიშნა 24 საათიან და 72საათიან კულტურასთან შედარები (MEC1 24სთ: 94.22±0.9%; 48 სთ 88.325±0.9%; 72 სთ: 99.515±0.26%, p=0.08). რაც ადასტურებს Mec1 უჯრედულ ხაზის უჯრედებში CD150-ის ექსპრესიის გავლენას MD1-ის ექსპრესიაზე. კვლევის შედეგად დადგინდა MEC1 უჯრედულ კულტურაში ზედაპირული და ციტოპლაზმური MD1 და თანამასტიმულირებელი ცილების ექსპრესიის მნიშვნელობა CD180-ის ექსპრესიაზე და მის ფუნქციაზე, რომლის მოდულაციას მოყვება ლეიკემიური უჯრედების აპოპტოზი. ეს კი, თავის მხრივ, საფუძველს შეუქმნის ქლლ იმუნოთერაპიის ახალი მიდგომების განვითარების პერსპექტივებს.