ka | en
TSU

ქლორფენირამინისა და ვერაპამილის ენანტიომერების დაყოფა ნეიტრალური ციკლოდექსტრინებით კაპილარულ ელექტროფორეზში

ავტორი: მარიამ შანიძე
თანაავტორები: ანი რურუა
ანოტაცია:

კაპილარული ელექტროფორეზი წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან მეთოდს არა მხოლოდ ქირალური სამკურნალწამლო საშუალებების ენანტიომერების დაყოფისთვის, არამედ ასევე სელექტორ-სელექტანდის ნატიფი მექანიზმის შესწავლისთვის. აღნიშნულ კვლევაში კაპილარული ელექტრფორეზი გამოყენებულია კათიონური ბუნების ისეთი ქირალური სამკურნალწამლო საშუალებების დასაყოფად, როგორიც არის ქლორფენირამინი და ვერაპამილი. ექსპერიმენტები ჩატარდა 100 მმოლური ფოსფატური ბუფერისა (pH=3.0) და მასში გახსნილი β-ციკლოდექსტრინისა და ჰეპტაკის (2,3,6-ტრი-O-მეთილ)-β-ციკლოდექსტრინის ხსნარებით. ანალიზებისთვის გამოვიყენეთ კვარცის კაპილარები, შიდა დიამეტრით 50 მკმ, მთლიანი სიგრძით 32.5 სმ და ეფექტური სიგრძით 24 სმ. შეკავშირების მუდმივების დასადგენად გამოვიყენეთ ქირალური სელექტორის განსხვავებული კონცენტრაციები. ამასთანავე, ამ კვლევაში, საკმაოდ საინტერსო ფაქტს წარმოადგენს საკვლევი ნივთიერებების ენანტიომერების საწინააღმდეგო აფინობა (სწრაფვა) β-ციკლოდექსტრინისა და ჰეპტაკის ( 2,3,6-ტრი-O-მეთილ)-β-ციკლოდექსტრინის მიმართ.


მიმაგრებული ფაილები:

SEPARATION OF ENANTIOMERS OF CHLORPHENIRAMINE AND VERAPAMIL WITH NEUTRAL CYCLODEXTRINS IN CAPILLARY ELECTROPHORESIS [en]
ქლორფენირამინისა და დიმეთინდენის ენანრიომერების დაყოფა ნეიტრალური ციკლოდექსტრინებით კაპილარულ ელექტროფორეზში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com