ka | en
TSU

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფლის მინერალური და წყაროს წყლების ჰიდროქიმიური გამოკვლევა მძიმე ლითონების შემცველობაზე მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრის გამოყენებით

ავტორი: სოფიკო ჩაჩანიძე
ანოტაცია:

წყალი გარემოს უნიკალური კომპონენტია, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის არის როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისა და მცენარეებისთვის. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა, დაგვედგინა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მინერალურ და წყაროს წყლებში ძირითადი იონებისა და მძიმე მეტალების შემცველობა. კვლევა ჩატარდა 9 მინერალურ ჭაბურღილში (№ 25, 37, 38, 39, 47, 67, 70, 143, 144) და ბანისხევის წყაროს წყალში. კვლევის ფარგლებში განისაზღვრა წყლის ფიზიკური მახასიათებლები ( ფერი, სუნი, გემო, pH, სიმღვრივე, ტემპერატურა); ქიმიური კომპონენტები, კერძოდ, ძირითადი იონები (HCO3-, Cl-, SO42-, Ca2+, Mg2+, Na+, K+), ზოგიერთი მძიმე მეტალი (Cd, Zn, Cu, Ni და Mn), აზოტშემცველი ნაერთები (NO2-, NH4+), ჟანგვადობა და F-. მიღებული შედეგები ნორმატიული დოკუმენტით არსებული ნორმის ფარგლებში ლავირებდა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com