ka | en
TSU

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს ნიადაგების და წყლების ეკოლოგიური გამოკვლევა მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრის გამოყენებით

ავტორი: მეჰრიბან ქაზუმოვი
საკვანძო სიტყვები: სოფელი იორმუღანლო, ნიადაგები, წყლები, მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრი
ანოტაცია:

ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი ნიადაგების და წყლების ეკოლოგიურ გამოკვლევასთან დაკავშირებით. მძიმე მეტალებით დაბინძურებული ნიადაგები, ზედაპირული და სასმელი წყლები მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენს მიზანს შეადგენდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს ნიადაგების გამოკვლევა ზოგიერთი მძიმე მეტალის (Cd, Pb, Zn, Ni, Cu, Mn და Fe) შემცველობაზე მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრის საშუალებით; ასევე, ნიადაგების ნიმუშების პალალელურად სოფელში არსებული ზედაპირული (მდინარე იორი) და სასმელი (წყაროს და ჭის) წყლების ჰიდროქიმიური პარამეტრების შესწავლა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com