ka | en
TSU

გლუტამატერგული რეცეპტორების ფუნქციური ცვლილებები ქრონიკული სტრესის პირობებში თავის ტვინის ზოგიერთ უბანში

ავტორი: ნათია გულიაშვილი
საკვანძო სიტყვები: სტრესი, სოციალური იზოლაცია, თავის ტვინის ქერქი, ჰიპოკამპი, კორტიზოლი, გლუტამატი, რეცეპტორი, გლუტამატერგული სისტემა, გლუტამატის რეცეპტორები, NMDA რეცეპტორი, AMPA რეცეპტორი, ფერმენტი Na+/K-ატფ-აზა
ანოტაცია:

ხანგრძლივი სოციალური იზოლაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრესორს ცოცხალი ორგანიზმებისთვის. ცნობილია, რომ ხანგრძლივი სოციალური იზოლაციით გამოწვეული ქრონიკული სტრესის დროს, ადგილი აქვს გლუტამატერგული სისტემის აქტივობის ცვლილებას. ამის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ შესწავლილია გლუტამატის NMDA- და AMPA- რეცეპტორების სუბერთეულებისა და მათი ფოსფორილირებული ფორმების რაოდენობრივი ცვლილებები ექსპერიმენტული ცხოველების თავის ტვინის ჰიპოკამპსა და ქერქში, ხანგრძლივი 30-დღიანი სოციალური იზოლაციის პირობებში. ნაჩვენებია, გლუტამატის რეცეპტორების აქტივაციის პირობებში თავის ტვინის ჰიპოკამპისა და ქერქის უჯრედებში ფერმენტ Na+/Ka+-ატფ-აზას აქტივობის ცვლილებაც. თუმცა, თავის ტვინის ამ ორ უბანში, შეინიშნება გლუტამატის რეცეპტორების განსხვავებული აქტივაციის ხარისხი. რეცეპტორების პარალელურად, ასევე განსხვავებულია ამ უბნის უჯრედებში ფერმენტ Na+/Ka+-ატფ-აზას აქტივაციის დონეც.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com