ავტორიზაცია
ზოგიერთი კათიონური ქირალური სამკურნალწამლო საშუალების ენანტიომერების დაყოფა ნეიტრალური ციკლოდექსტრინების გამოყენებით
ავტორი: ანი რურუათანაავტორები: მარიამ შანიძე
ანოტაცია:
აღნიშნულ კვლევაში კაპილარული ელექტროფორეზი ქირალური სამკურნალწამლო საშუალებების ენანტიომერების დაყოფისთვის გამოიყენება, კერძოდ, ბრომფენირამინისა და დიმეთინდენისთვის. ქირალურ სელექტორებად გამოყენებულია β-ციკლოდექსტრინი და ჰეპტაკის(2-3-6-ტრი-O- მეთილ)- β-ციკლოდექსტრინი. ენანტიომერების დაყოფისთვის გამოვიყენეთ 50მკმ დიამეტრის მქონე კაპილარი, მისი მთლიანი სიგრძე 32.5სმ, ხოლო ეფექტური სიგრძე 24სმ. ბუფერად გამოყენებულია 100მმოლური ტრიეთანოლამინის ფოსფატი, pH=3.0. იმისათვის, რომ დაგვედგინა შეკავშირების მუდმივები გამოვიყენეთ ქირალური სელექტორის-ციკლოდექსტრინის განსხვავებული კონცენტრაციები. კვლევის მიმდინარეობისას საინტერესო ფაქტი გამოიკვეთა, ქირალური სამკურნალწამლო საშუალებების ენანტიომერების ელუირების რიგის ცვლილება β-ციკლოდექსტრინიდან ჰეპტაკის(2-3-6-ტრი-O- მეთილ)- β-ციკლოდექსტრინზე გადასვლისას.
მიმაგრებული ფაილები:
SEPARATION OF ENANTIOMERS OF SOME CATHIONIC CHIRAL DRUGS WITH NEUTRAL CYCLODEXTRINS [en]ზოგიერთი კათიონური ქირალური სამკურნალწამლო საშუალების ენანტიომერების დაყოფა ნეიტრალური ციკლოდექსტრინების გამოყენებით [ka]