ავტორიზაცია
ჰოსპიტალური გარემოდან გამოყოფილი მეთიცილინ -რეზისტენტული სტაფილოკოკის მიმართ სპეციფიკური ფაგის დეკონტამინაციის პოტენციალის შესწავლა სამოდელო ცდებში
ავტორი: თამუნა კაპანაძესაკვანძო სიტყვები: ჰოსპიტალური სტაფილოკოკური ინფექციები, MRSA, ანტიბიოტიკორეზისტენტობა, ფაგომგრძნობელობა, დეკონტამინაცია
ანოტაცია:
მეტიცილინ-რეზისტენტული (MRSA) სტაფილოკოკი ერთ-ერთ მთავარ ნოზოკომიურ პათოგენადაა მიჩნეული და თანამედროვე მედიცინის მწვავე პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით ჩირქმდენი ჭრილობების, ტროფიკული წყულულების, შაქრიანი დიაბეტის ფონზე მიმდინარე მწვავე ჩირქოვან-ანთებითი დაავადების დროს. ჰოსპიტალური სტაფილოკოკური ინფექციების მკურნალობა დღესაც ანტიბიოტიკების გამოყენებით მიმდინარეობს, თუმცა წამლებისადმი რეზისტენტობის განუხრელმა ზრდამ, წარმოშვა სხვა ალტერნატიული ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების აუცილებლობა, როგორიცაა ბაქტერიოფაგები. ქიმიური დეზინფექციის პროცედურები არ იძლევა საშუალებას ჰოსპიტალური გარემოს ზედაპირებიდან პათოგენების სრულად აღმოფხვრის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ბაქტერიოფაგების დეკონტამინაციის უნარის შესწავლა. თბილისში არსებული ორი სტაციონარიდან: იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და თერმული დაზიანების ცენტრი (ხეჩინაშვილის კლინიკა) და გ.აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოყოფილი სტაფილოკოკების წყაროს ძირითადად ჰოსპიტალური გარემო წარმოადგენდა (ტრაქეოსტომები, მონიტორის და საწოლის ზედაპირები). აქედან გამომდინარე წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო MRSA-სპეციფიკური ბაქტერიოფაგის დეკონტამინაციის პოტენციალის შესწავლა სამოდელო ცდებში. დასახულ იქნა შემდეგი ამოცანები: სტაფილოკოკური კლინიკური იზოლატების ანტიბიოტიკო- და ფაგომგრძნობელობის შესწავლა მეტიცილინის მიმართ რეზისტენტობის განმსაზღვრელი mecA გენის დეტექცია სტაფილოკოკურ იზოლატებში. სტაფილოკოკური ფაგის ლიზისის სტაბილობის შესწავლა თხიერ არეში. სხვადასხვა სტაციონარის კლინიკური ნიმუშებიდან გამოყოფილი MRSA სტაფილოკოკური შტამების ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პროფილის განსაზღვრა, მეტად მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური ინფექციების ეპიდემიოლოგიური შესწავლისა და პაციენტის ეფექტური ეთიოტროპული მკურნალობისთვის. MRSA-ს მიმართ აქტიური ვირულენტური სპეციფიკური ბაქტერიოფაგები შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც ანტიბიოტიკოთერაპიის ალტერნატიული საშუალება და ასევე ჰოსპიტალური გარემოს დეკონტამინაცისთვის, რაც მრავლობითრეზისტენტული შტამებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ ბროლაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.