ka | en
ავტორიზაცია
ტრიადიმეფონის ენანტიომერიზაციის პროცესის გამოკვლევა პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზების და ჰექსანი-სპირტის ტიპის მოძრავი ფაზების გამოყენებით
ავტორი: ნუცა ცეცხლაძესაკვანძო სიტყვები: ენანტიომერიზაცია, ტრიადიმეფონი
ანოტაცია:
წინამდებარე ნაშრომის ფარგლებში ჩვენ შევისწავლეთ ტრიადიმეფონის ენანტიომერების გარდაქმნის პროცესი პოლისაქარიდული ბუნების ქირალურ სტაციონალურ ფაზებზე, ჰექსანი-სპირტის ტიპის ელუენტში. სხვადასხვა ქირალურ სელექტორებთან ერთად ენანტიომერიზაციის პროცესი შევისწავლეთ მოძრავ ფაზაში დიეთილამინის სხვადასხვა მოცულობით-პროცენტული შემცველობის დროს და თითოელი პირობისთვის ენანტიომერიზაციის პროცესის მიმდინარეობა დავახასიათეთ კინეტიკურად. ასევე დავაკვირდით ცალ-ცალკე ფრაქციონირებული ენანტიომერების რაცემიზაციის რეაქციის მიმდინარეობას. მიღული შედეგების მიხედვით შევეცადეთ დაგვედგინა სტაციონალური ფაზა, მოძრავი ფაზა თუ მოძრავ ფაზაში ფუძე დანამატი ასრულებდა კატალიზურ როლს ტრიადიმეფონის ენანტიომერების გარდაქმნის პროცესში.