ავტორიზაცია
მეთორფანის და მისი O-დემეთილ-მეტაბოლიტის შემცველობის ენანტიოსელექტიური შესწავლა სისხლის ნიმუშებში სითხური ქრომატოგრაფია-ტანდემური მას სპექტომეტრიის გამოყენებით
ავტორი: დიანა თაგვიაშვილისაკვანძო სიტყვები: მეთორფანი, დექსტრომეთორფანი, ლევომეთორფანი
ანოტაცია:
ნაშრომის მიზანია ადამიანის სისხლის ნიმუშებში მეთორფანის ენანტიომერებისა და მათი მეტაბოლიტების ენანტიოსელექტიური შესწავლა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია - ტანდემური მას სპექტომეტრიის გამოყენებით. დღეისათვის სიღრმისეულად არ არის შესწავლილი აღნიშნული საკითხი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს კრიმინალური ექსპერტიზისათვის. კერძოდ, ეს მეთოდი დაეხმარება ექსპერტს აღმოაჩინოს მეთორფანის ენანტიომერების კვალი ბიოლოგიურ ნიმუშებში და ამის საფუძველზე გააკეთოს შემდგომი დასკვნები. ნაშრომის მთავარი საკვლევი კითხვა შემდეგნაირადაა დასმული: რამდენად არის შესაძლებელი მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია - ტანდემური მას სპექტრომეტრიის გამოყენები სისხლის ნიმუშებში მეთორფანის ენანტიომერებისა და მათი მეტაბოლიეტბის კვალის განსაზღვრა? საკვლევ კითხვაზე პასუხის გასაცემად ექსპერიმეტი ჩატარდა გარდაცვლილი ადამიანების სისხლის ნიმუშებზე. რის შედეგების საფუძველზეც, კონტროლირებადი ნარკოტიკული ნივთიერება, ლევომეთორფანი და მისი მეტაბოლიტი ლევორფანოლი, 50 სისხლის ნიმუშიდან 7 მათგანში აღმოჩნდა. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სავარაუდო არის, რომ სისხლში სწორედ ამ ნივთიერებების არსებობა გახდა მათი სიკვდილის მიზეზი. ამგვარად, ექსპერიმენტის შედეგად დგინდება, რომ მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია - ტანდემური მას სპექტრომეტრიის გამოყენებით შესაძლებელია სისხლის ნიმუშებში მეთორფანის, მისი ენანტიომერებისა და მათი მეტაბოლიტების განსაზღვრა.
მიმაგრებული ფაილები:
მეთორფანის და მისი O-დემეთილ-მეტაბოლიტის შემცველობის ენანტიოსელექტიური შესწავლა სისხლის ნიმუშებში სითხური ქრომატოგრაფია-ტანდემური მას სპექტომეტრიის გამოყენებით [ka]