ka | en
TSU

მანგანუმშემცველი ზოგიერთი ნაერთის თერმოგრავიმეტრია

ავტორი: არჩილ ბენაშვილი
საკვანძო სიტყვები: მანგანუმი, თერმოგრავიმეტრია, მრუდი
ანოტაცია:

სამუშაოს მიზანია იმ მოვლენების ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების შესწავლა, რომლებიც მჟღავნდება მანგანუმსა და მის ნაერთებში ტემპერატურის ცვლილებისას. ამავე დროს საინტერესოა ამ დროს მანგანუმის ნაერთების ფაზური ცვლილებების პროცესების დინამიკის შესწავლაც. მანგანუმშემცველი ნაერთების (MnSO4, MnSO4•H2O, MnSO4•n2O, MnO2 MnCl2, MnCO3) თერმოგრავიმეტრული კვლევა ტარდებოდა NETSCH STA 2500 Regulus მარკის თერმოანალიზატორის საშუალებით. საკვლევ ნივთიერებებს ვახურებდით ჰაერის ატმოსფეროში კორუნდის ტიგელში 10000C -მდე ან 5000C -მდე, წუთში100C-ის მატებით. ანალიზის პროცესი იმართებოდა კომპიუტერის საშუალებით. სამუშაოს მთავარი ნაწილია მიღებული თერმოგრამები, თერმოანალიზატორს აქვს სამი ტიპის თერმოგრამის გამოსახვის საშუალება: 1. გახურების დიფერენციალური მრუდი, რომელიც ასახავს მოცემულ ნიმუშზე თბური ზემოქმედების შედეგს; 2. ნიმუშზე თბური ზემოქმედების შედეგად მიღებული მასის ცვლილების მრუდი; 3. ამ ცვლილების დიფერენციალური მრუდი, რომელიც მისი სისწრაფის პროცენტულ მაჩვენებელს აფიქსირებს პიკის სახით ამა თუ იმ ტემპერატურულ უბანზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com