ka | en
TSU

კახეთის რეგიონის ზოგიერთი სოფლის ნიადაგების გამოკვლევა მძიმე მეტალთა შემცველობაზე მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრის საშუალებით

ავტორი: ლელა ბუხნიკაშვილი
საკვანძო სიტყვები: მიკროტალღური პლაზმის ატომურ ემისიური სპექტრომეტრი, ნიადაგები, მძიმე მეტალები
ანოტაცია:

კახეთის რეგიონი მნიშნველოვან სასოფლო-სამეურნეო რეგიონს წარმოადგენს, სადაც მიწის უდიდესი ფართობი ინტენსიურად მუშავდება. ბოლო წლებში მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი ნიადაგებში მძიმე მეტალების შემცველობასთან დაკავშირებით. მძიმე მეტალებით დაბინძურებული ნიადაგები წარმოადგენს დიდ რისკს მცენარეების, ცხოველების და ადამიანის ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, საინტერესოა საქართველოში ისეთი ნიადაგების შესწავლა, სადაც წლების განმავლობაში ხდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა. საბოლოო პროდუქტი: ბოსტნეული, ხილი, ღვინო და სხვ. მიდის მომხმარებლამდე, რითაც იზრდება ადამიანის ორგანიზმის მძიმე მეტალებით დაბინძურების რისკი. კახეთის რეგიონში, მიწის ფართობზე მეტწილად გაშენებულია ვენახი. ცნობილია რომ ვენახის შესაწამლად ძველთაგანვე გამოიყენებდნენ შაბიამნის ხსნარს, რის გამოც წინასწარ ნავარაუდებია ამ მიწების სპილენძით მაღალი დაბინძურება. წლების განმავლობაში ინტენსიურად კულტივირებული მიწის სავარგულებიდან, რომლებიც განკუთვნილია ვენახის გასაშენებლად, დედოფლისწყაროში, ყვარელსა და გურჯაანში მდებარე სხვადასხვა სოფლებიდან, საანალიზოდ აღებული იყო ნიადაგის ნიმუშები მასში ზოგიერთი მძიმე მეტალის (Cd, Pb, Zn, As, Mo, Cu, Mn და Fe) საერთო შემცველობის დასადგენად მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური მეთოდის საშუალებით, მათი განაწილების კანონზომიერების შესასწავლად და გარემოს ეკოქიმიური შეფასებისთვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com