ka | en
TSU

ბენზოკაინ–N–2,3,4-ტრი–O-აცეტილ-β-D- ქსილოპირანოზიდის წარმოებულების სინთეზი და შესაძლო ბიოლოგიური აქტიურობის პროგნოზი

ავტორი: არამ ბაზიკიანი
საკვანძო სიტყვები: გლიკოზიდი
ანოტაცია:

სილიციუმის შემცველი ნაერთები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასიცოცხლო პროცესებში და ბევრი მათგანი (განსაკუთრებით ორგანული) სპეციფიკურ გავლენას ახდენს ცოცხალ ორგანიზმებზე. ჩვენი სამუშაოს მიზანი იყო ახალი ტიპის სილიციუმის შემცველი ბენზოკაინ-β-D- გლუკო– და ქსილოპირანოზიდების სინთეზი და სინთეზირებული ნაერთთა ბიოლოგიური აქტიურობის პოტენციალის პროგნოზი. ბენზოკაინ–N-2,3,4-ტრი-O-აცეტილ-β-D-ქსილოპირანოზიდის ტრიმეთილქლორ– სილანით, ტრიფენილქლორსილანით და თუთიის მტვერით მშრალი ქლოროფორმის არეში N–სილილირებით პირველად იქნა სინთეზირებული შესაბამისი N-ტრიმეთილსილილ–ბენზოკაინ-N-2,3,4-ტრი-O-აცეტილ-β-D-ქსილოპირანოზიდი და N-ტრიფენილსილილ–ბენზოკაინ- N-2,3,4-ტრი-O-აცეტილ-β-D-ქსილოპირანოზიდი სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით. კომპიუტერული პროგრამის PASS Online-ის დახმარებით სინთეზირებული ნაერთებისთათვის დადგენილ იქნა შესაძლო ბიოლოგიური აქტიურობისა პოტენციალი. მიღებული ნაერთების ბიოლოგიური აქტივობის პროგნოზირებული მონაცემებით გამოავლინდა რესტენოზის მკურნალობის, ანტიჰემორაგიული, ანტინეოპლასტიკური, ანტიდიაბეტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიჰიპერტენზიული, ანტიბაქტერიული და სხვა სახის აქტიურობის პოტენციალი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com