ka | en
TSU

9-იოდ-6H-ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინის არილამინო ნაწარმების სინთეზი ულმანის რეაქციით

ავტორი: თორნიკე კოტუა
საკვანძო სიტყვები: 9-იოდ-6H-ინდოლო[2, 3-b]ქინოქსალინი, ულმანის რეაქცია, დნმ-ინტერკალატორი, 6-ბენზილ-N-ფენილ-6H-ინდოლო[2, 3-b]ქინოქსალინ-9-ამინი
ანოტაცია:

შესწავლილია 9-იოდ-6H-ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინისა და მისი ნ-ბენზილ ნაწარმის რეაქციისუნარიანობა სპილენძ-კატალიზური ულმანის რეაქციაში. 5-იოდინდოლინ-2,3-დიონისა და ო-ფენილენდიამინის კონდენსაციით სინთეზირებულია საკვანძო ნაერთი 9-იოდ-6H-ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინი. ამ სისტემის ურთიერთქმედებით ბენზილქლორიდთან სუპერფუძე არეში მირებულია 6-ბენზილ-9-იოდ-6H-ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინი. ამ კანასკნელის რეაქციით ბენზილამინთან, კატალიზატორ CuI -ის თანაობისას, დიმეთილფორმამიდში სინთეზირებულია მიზნობრივი ჰეტეროციკლური სისტემა 6-ბენზილ-N-ფენილ-6H-ინდოლო[2,3-b]ქინოქსალინ-9-ამინი.


მიმაგრებული ფაილები:

Abstract [en]
ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com