ka | en
TSU

მეთორფანის ენანტიომერების რაოდენობრივი განსაზღვრა ადამიანის სისხლში და მისი გამოყენება სიკვდილის შემდგომ ნიმუშებზე მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია მას-სპექტრომეტრიის გამოყენებით.

ავტორი: ლაშა გიუნაშვილი
თანაავტორები: ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ენანტიოსელექტიური, მეთორფანი
ანოტაცია:

წინამდებარე ნაშრომში დამუშავდა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია მას-სპექტრომეტრიის (LC-MS/MS) ენანტიოსელექტიური მეთოდი დექსტრო და ლევო-მეთორფანის და მათი ფარმაკოლოგიურად შესაბამისი მეტაბოლიტების, დექსტრორფანის და ლევორფანოლის დაყოფისა და რაოდენობრივი განსაზღვრისთვის ადამიანის სისხლის ნიმუშებში. მეთორფანის და მეტაბოლიტების ენანტიომერების დაყოფა განხორციელდა პოლისაქარიდზე დაფუძნებულ ქირალურ სვეტზე Lux Cell 3-ზე მეთანოლი/წყალი მოძრავი ფაზის გამოყენებით. ამ მეთოდის გამოყენებამ ადამიანის სიკვდილის შემდგომ სისხლის ნიმუშებზე დაადასტურა დექსტრომეტორფანის, ლევომეტორფანის და უფრო იშვიათ შემთხვევებში ორივეს დოზის გადაჭარბების შემთხვევები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com