ka | en
TSU

ვერცხლისწყლის(ll) იოდიდის კოორდინაციული ნაერთები ბისარსონიუმის მარილებთან

ავტორი: ანი მიმინოშვილი
საკვანძო სიტყვები: დარიშხანი, ბისარსინები, არსონიუმის მარილები, კომპლექსწარმოქმნის უნარი
ანოტაცია:

მოგეხსენებათ, რომ დარიშხანი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს წიაღისეულ სიმდიდრეს. ამასთან, მესამადი არსინები, მათ შორის შერეულრადიკალიანი და ასიმეტრიული, დღეისათვის კარგად არის შესწავლილი, მათი საფუძვლიანი კვლევა გასული საუკუნის 10-იანი წლებიდან დაიწყო და ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს. მიზეზი ორი გარემოებით არის განპირობებული. დარიშხანი წარმოადგენს ელემენტ-ანალოგს ფოსფორისა, რომლის ორგანული ნაწარმებიც ფართოდ გამოიყენება ყოფა-ცხოვრებაში, უმთავრესად, როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები. აქედან გამომდინარფე, გამორიცხული არ არის ანალოგიური დანიშნულებით მესამადი არსინებისა და მათი გარდაქმნის პროდუქტების გამოყენებაც, მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელნი გამორჩეული ქიმიურ-ფიზიოლოგიური აქტივობით ხასიათდებიან. დარიშხანს გააჩნია 4s2 გაწყვილებული და 4p3 გაუწყვილებელი ელექტრონები, რომელთა მეშვეობითაც მესამად არსინებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ─ ჩაებან თითქმის ყველა სახის მჟავურ-ფუძურ და ჟანგვა-აღდგენით რეაქციაში. სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს არსინნაწარმების გარდაქმნის შესაძლებლობას წინასწარდასახული მიმართულებით. ამასთან, ბიარსინები R2As-x-AsR2 ფორმულით, სადაც x ─ ნაჯერი ან არომატული ნახშირწყალბადია. ის დღეისათვის არ არის კარგად შესწავლილი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ კვლევას არასისტემატური ხასიათი აქვს და ძირითადად იმ პრობლემათა ახსნა-გადაწყვეტისაკენაა მიმართული, ანალოგიური ფოსფორორგანული ნაერთების კვლევისას რომ თავს იჩენს ხოლმე. ხსენებული ბიარსინები სავსებით იმსახურებენ ქიმიკოს მკვლევართა გან¬სა-კუთრებულ ყურადღებას, ვინაიდან ისინი აშკარად ავლენენ არსინებისათვის დამახასი¬ათებელ ყველა თვისებას. უფრო მეტიც, იმ ფაქტზე დაყრდნობით, „რომ რაოდენობრივი ცვლილება თვისებრივ ცვლილებას იწვევს“, სავსებით შესაძლებელი ხდება ბისარსინების ბაზაზე სინთეზირებული იქნეს ნაერთები წინასწარ განსაზღვრულ თვისებათა მთელი კომპლექსით. ჩვენი კვლევის მიზანს შეადგენდა არსონიუმის მარილების ურთიერთქმედების შესწავლა ვერცხლისწყლის იოდიდთან, ვინაიდან ამ დროს მიიღება კათიონურ-ანიონური კომპლექსი. ამ ეტაპზე ჩვენს მიერ დასინთეზირებული ნაერთების კვლევა არ არის დამთავრებული და იგი შედის ჩვენს სამომავლო გეგმებში. ბისარინებს და მათი გარდაქმნის პროდუქტებს ─ იოდიდებს, აღმოაჩნდათ კომპლექს¬წარ-მოქმნის შესაძლებლობა, რაც ამ ნაერთის პრაქტიკაში გამოყენების პერსპექტივას ქმნის, როგორც ხსნადი, ისე უხსნადი ნაერთების მიღების მიზნით. ამ გზით არ არის გამორიცხული როგორც კათიონური, ისე ანიონური ელემენტ-ანალოგები ერთმანეთისაგან დაცილება, რაც ხშირად ძნელად მისაღწევი ხდება ანალიზურ ქიმიასა და მეტალთა ტექნოლოგიაში. ამრიგად, უნდა დავასკვნათ, რომ ბისარსინები და მათი გარდაქმნის პროდუქტები ფართო პერსპექტივას სახავს კოორდინაციულ ქიმიაში.


მიმაგრებული ფაილები:

Coordination compounds of mercury(ll) iodide with bisarsonium salts [en]
ვერცხლისწყლის(ll) იოდიდის კოორდინაციული ნაერთები ბისარსონიუმის მარილებთან [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com