ავტორიზაცია
მარიამჯვარის ნაკრძალის დენდროფლორის მრავალფეროვნება
ავტორი: ლანა ბარბაქაძესაკვანძო სიტყვები: მარიამჯვარი, ნაკრძალი, დენდროფლორა, მრავალფეროვნება
ანოტაცია:
ანოტაცია მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ნაკრძალის შექმნას საფუძვლად დაედო კავკასიის რელიქტის (Pinus sosnowskii Nakai) -სოსნოვსკის ფიჭვის ხელუხლებელი ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნება. წარმოდგენილი ნაშრომის აქტუალობა გამომდინარეობს სწორედ ამ უნიკალური, განსხვავებულ ვარჯიანი ფიჭვების წარმომადგენელთა დამატებითი სისტემატიკური შესწავლით. პალინოლოგიური მეთოდით გამოკვლეულია ქოლგისებრი და პირამიდული ვარჯის მქონე ინდივიდების მტვრის მარცვლის მორფოლოგია. მერქნიან მცენარეთა კონსპექტის შედგენისას განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცეოდა იშვიათ და ენდემურ სახეობათა გამოვლენას, რომლებიც განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. შედგენილია ნაკრძალში გავრცელებული მერქნიან მცენარეთა ნუსხა. კონსპექტის შედგენასთან ერთად განისაზღვრა ძირითადი ტაქსონების (ოჯახების, გვარების) რაოდენობა და მათი რიცხობრივი შეფარდება, არეოლოგიური მეთოდით დადგინდა ძირითადი გეოგრაფიული ელემენტები. დენდროფლორის სტატისტიკური ანალიზი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მარიამჯვარის ნაკრძალის ფლორის სტრუქტურასა და მრავალფეროვნებაზე. საველე სამუშაოები ხორციელდებოდა სამარშრუტო გასვლებით წინასწარ შერჩეული უბნების ფლორისტული შესწავლით. ვფიქრობთ, სამაგისტრო ნაშრომი ხელს შეუწყობს ნაკრძალის პოპულარიზაციას და ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა განხორციელებას.