ka | en
TSU

ძირულის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიფერიის გეოლგოლია და დაბა სურამის კვარც-მინდვრისშპატიანი ქვიშის საბადოს პერსპექტივები

ავტორი: ლიკა ნაკაშიძე
ანოტაცია:

სამაგისტრო კვლევის ობიექტს წარმოადგენს ძირულის სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიფერიაზე მდებარე სურამის კვარც-მინდვრისშპატიანი ქვიშის საბადო და მისი პერსპექტივები. საკვლევი ობიექტის შესასწავლად გამოყენებული იყო მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ფონდური ლიტერატურა და ჩემს მიერ 2022 წელს საველე-გეოლოგიური პრაქტიკის ფარგლებში დაბა სურამის მიმდებარედ არსებული კვარც-მინდვრისშპატიანი საბადოდან აღებული ნიმუშები. სამაგისტრო ნაშრომის პირველ ნაწილში განხილულია ძირულის მასივის შესწავლის მოკლე ისტორია მისი გეოლოგია და ტექტონიკა. აგრეთვე ხაშურის რაიონის (სადაც მდებარეობს კვარც-მინდვრისშპატიანი საბადო) სტრატიგრაფია, ტექტონიკა და გეოლოგიური განვითრების ისტორია. განხილულია უშუალოდ საბადოს გეოლოგია. საველე პრაქტიკის დროს აღებულ ნიმუშებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის პეტროქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში ჩაუტარდა კვლევები (გაკეთდა ქიმიური ანალიზი). ნაშრომის მეორე ნაწილი მიეძღვნა კვარც-მინდვრისშპატიანი ქვიშის საბადოს ერთ-ერთ უბანზე მარაგების ანგარიშს და იქ არსებული ქვიშის მრეწველობაში გამოყენების შესაძლებლობას. ჩვენს მიერ ჩატარებული ქიმიური ანალიზის მონაცემების და ადრე არსებული მონაცემების შედარების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს კვარც-მინდვრისშტაპიანი ქვიშა შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა სახის ბეტონის წარმოებისთვის. აგრეთვე სხვადასხვა სახის მინის წარმოებისთვის. უშუალოდ შესასწავლი უბანი თავისი მონაცემებით მიეკუთვნება მეორე ჯგუფის საბადოებს. არსეუბლი მონაცემების საფუძველზე და მისი მცირე მოცულობის გამო მარაგები დავითვალეთ C1 და C2 კატეგორიაში. საძიებო გამონამუშევრებს შორის მანძილი 110 მეტრია, უბნის შესასწავლად გაყვანილია ზედაპირული სამთო გამონამუშევრები (შურფები). საბადოს დამუშავება უნდა მოხდეს ღია კარიერული წესით. მარაგების საერთო რაოდენობა 166580 მ3-ია, აქედან C1 კატეგორია - 123783 მ3, ხოლო C2 კატეგორია - 42797 მ3. მარაგები დათვლილია 10 მეტრ სიღრმეზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com