ka | en
TSU

სილიციუმის შემცველი ანესთეზინ-N–2,3,4,6-ტეტრა–O-აცეტილ-β–D-გლუკოპირანოზიდის სინთეზი

ავტორი: მარიამი აფციაური
ანოტაცია:

ანოტაცია მარიამ აფციაური სილიციუმის შემცველი ანესთეზინ-N–2,3,4,6-ტეტრა–O-აცეტილ-β–D-გლუკოპირანოზიდის სინთეზი ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი.ჭავჭავაძის პრ. 3. უახლესი სამეცნიერო პუბლიკაციების ანალიზი მიუთითებს, რომ ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა ქიმიკოს მკვლევარების ინტერესი N-გლიკოზიდების სინთეზის მიმართთემის აქტუალობა გვაძლევს საფუძველს, რომ გავაფართოვოთ სამუშაოები ამ მიმართულებით. ამ სფეროში კვლევებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი, ბიოლოგიურად და ფიზიოლოგიურად აქტიური პრეპარატების შექმნას. ჩვენი სამუშაოს მიზანი იყო ახალი ტიპის N-ტრიფენილ¬სილილ–ანესთეზინ-N-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზიდის სინთეზი. ანესთეზინ-N-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზიდის (3) ტრიფენილ¬ქლორსილანით N–სილილირებით მშრალი ქლოროფორმის არეში, K2CO3 თანაობისას 60C ტემპერატურაზე პირველად იქნა სინთეზირებული N-ტრიმეთილსილილ–ანესთეზინ-N-2,3,4-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზიდი (4) შემდეგი სქემის მიხედვით: სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com