ავტორიზაცია
ზოგიერთი გარდამავალი მეტალისა და ეთილ-4-ამინობენზოატის კომპლექსნაერთების სინთეზი და შესწავლა
ავტორი: ნათელა დოლიძეთანაავტორები: არა
საკვანძო სიტყვები: კომპლექსური ნაერთები, გარდამავალი მეტალები, ბენზოკაინი, კოორდინაციის წესი
ანოტაცია:
დადგენილია Me(C9H11O2N)2X4 შედგენილობის კომპლექსური ნაერთების სინთეზის ოპტიმალური მეთოდიკა, სადაც Me = Cu2+, Zn2+, Ni2+, Cd2+, Co2+, X = Cl-, Br-, ხოლო C9H11O2N არის ეთილ-4-ამინობენზოატი, ანუ საყოველთაოდ ცნობილი ადგილობრივი ანესთეზიური საშუალება ანესთეზინი (ბენზოკაინი). ბიომეტალებთან ერთად ტოქსიკური კადმიუმის კომპლექსნაერთების შესწავლა განპირობებულია მეტალის რადიუსის ზრდასთან ერთად კოორდინაციული ნაერთების თვისებების ცვლაზე დაკვირვების მიზანშეწონილობით. მიღებული ნაერთების შედგენილობა დადგენილია ტიტრიმეტრული მეთოდებით. კერძოდ, მეტალის შემცველობა გამოთვლილია კომპლექსონომეტრული გატიტვრის, ხოლო ბენზოკაინისა _ ნატრიუმის ნიტრიტით გატიტვრის გზით. შესწავლილია სინთეზირებული კომპლექსნაერთების ხსნადობა წყალში, სპირტში, აცეტონსა და ეთერში. გაზომილია თითოეული მათგანის ლღობის ტემპერატურა. სინთეზირებულ ნაერთებში ლიგანდის კოორდინაციის წესი შეფასებულია ინფრაწითელი სპექტრების შესწავლის საფუძველზე 400-4000 სმ-1 უბანში. დადგენილია, რომ ეთილ-4-ამინობენზოატი მეტალთან კოორდინაციულ ბმას წარმოქმნის მხოლოდ პირველადი ამინოჯგუფის აზოტის ატომის მეშვეობით. სავარაუდოდ, შიგა კოორდინაციულ სფეროშია ჰალოგენების ატომებიც. მომავალში გათვალისწინებულია სინთეზირებული კომპლექსნაერთების ბიოლოგიური აქტიურობის შესწავლა.