ავტორიზაცია
ქლორპრომაზინის მიკროემულსიებიდან გამოთავისუფლების პროცესის შესწავლა
ავტორი: ეთო დერევიანჩენკოსაკვანძო სიტყვები: ზეთი-წყალში მიკროემულსიები; ქლორპრომაზინი; წამლის გამოთავისუფლება; დიფუზიური ექსპონენტა; კინეტიკური
ანოტაცია:
ქლორპრომაზინი (CPZ) ფართოდ გავრცელებული სამკურნალო საშუალებაა. იგი ზედაპირულად აქტიური მიცელაწარმომქმნელი ნივთიერებაა, ამასთან ხასიათდება პრესისტემური მეტაბოლიზმით. აქედან გამომდინარე, წამლის გადამტანი სისტემა სასარგებლოა დაგროვილი წამლის ორგანიზმში გადატანისთვის. შესწავლილია CPZ-ის გამოთავისუფლების პროფილი ზეთი წყალში მიკროემულსიებიდან, რომლებიც მომზადებულია არაიონური პოლიმერული ტიპის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების ტილოქსაპოლის და პლურონიკის საფუძველზე. შემუშავებულია რეცეპტორულ ხსნარში CPZ-ის განსაზღვრის ოპტიმალური მეთოდიკა სისხლის წითელი მარილის, რკინის ქლორიდის და ძმარმჟავას გამოყენებით და მიღებული შეფერილი ხსნარის ოპტიკური სიმკვრივის გაზომვით 670 ნმ-ზე. აღმოჩნდა, რომ დიალიზის პარკებიდან CPZ-ის გამოთავისუფლების წონითი პროცენტი მნიშვნელოვნად ნაკლებია ტილოქსაპოლის და პლურონიკის მიკროემულსიებიდან, ვიდრე სუფთა წყლის შემთხვევაში.