ავტორიზაცია
მხარდამჭერი სისტემა ქართული ენის შემსწავლელთათვის - კონცეპტუალური მოდელი
ავტორი: გრიგოლ მიქაძესაკვანძო სიტყვები: ელექტრონული სწავლება, ICT სასწავლო სისტემები, ქართული ენის სწავლება, ვებ პლათფორმა
ანოტაცია:
სწავლის დღევანდელობაზე ძლიერ გავლენას ახდენს ტექნოლოგია, უფრო კონკრეტულად კი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT). ონლაინ განათლების მიწოდების სხვადასხვა სისტემების ძალიან დიდი რაოდენობა ხელმისაწვდომია და უკვე გამოიყენება განათლებაში. ელექტრონული სწავლება ჩვენი ყოველდღიურობაა. ამიტომ საჭიროა მოქნილი ინსტრუმენტი რომელიც, როგორც დროებას, ისე ტექნოლოგიებს აუწყობს ფეხს. ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებულ იქნას განათლებაში, განსაკუთრებით პროექტზე დაფუძნებული სასწავლო აქტივობების შესაქმნელად. შემუშავებულია თანამედროვე საგანმანათლებლო სტრატეგიები, რომლებიც მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა თვითმართული სწავლა, თანამშრომლობითი სწავლება, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლა, აქტიური მონაწილეობა და შინაარსის შექმნა. მრავალი თვალსაზრისით, ონლაინ ICT (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგია) სისტემები ხელს უწყობს ინფორმაციის მოპოვებას, უზრუნველყოფს ცოდნის გადაცემისა და თანამშრომლობითი სწავლის მხარდაჭერას და ხელს უწყობს სხვადასხვა ტიპის ურთიერთქმედებას.. ICT მხარდაჭერის სისტემები (ICTSS) ზრდის მოსწავლეების მოტივაციას რეალურ ადამიანებთან სინქრონულად ან ასინქრონულად ურთიერთქმედების ხელშეწყობის გზით და რეალურ სამყაროში მონაწილეობის შესაძლებლობასაც კი აძლევს.