ka | en
TSU

გენომური პარამეტრების შესწავლა ძუძუს კიბოს დროს

ავტორი: თამარ სიგუა
საკვანძო სიტყვები: ძუძუს კიბო, გენომი, ბიორეგულატორები, ბირთვაკმაორგანიზებელი რაიონები
ანოტაცია:

ჩვენი შრომის მიზანს წარმოადგენდა ქრომოსომათა აბერაციების სიხშირის განსაზღვრა ქართული პოპულაციის ძუძუს კიბოთი დავადებულ ინდივიდებში, რაც ქრომატინის კონდენსაციის ხარისხის ცვალებადობის შეფასების საშუალებას იძლევა და აგრეთვე, აქტიური ბირთვაკის ორგანიზატორებისა და აკროცენტრულ ქრომოსომათა ასოციაციების სიხშირის დადგენაAg-მეთოდისა და G-ბენდირების მეთოდის ერთობლივად გამოყენებით, რაც საშუალებას მოგვცემდა განგვესაზღვრა რიბოსომული ცისტრონების ინტენსივობა აღნიშნული სიმსივნის შემთხვევაში. ასევე ზუსტად წარმოგვედგინა თუ რომელი ქრომოსომის რიბოსომული ცისტრონების აქტიურობა იყო შეცვლილი აღნიშნული პათოლოგიის შემთხვევაში. კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა: • ქრომოსომათა მუტაციების (აბერაციები, ანეუპლოიდია, პოლიპლოიდია, ფრაგილური საიტები) დონის განსაზღვრა; • აკროცენტრულ ქრომოსომათა ასოციაციების სიხშირის დადგენა და გარკვეულ ქრომოსომებში ბირთვაკმაორგანიზებელი უბნების აქტივობის შეფასება ძუძუს კიბოს სადინროვანი ფორმით დაავადებულ ინდივიდებში. • ძუძუს კიბოთი დაავადებული ინდივიდების გენომზე ლივაგენისა და კობალტის მაკორეგირებელი ზემოქმედების შესწავლა. კვლევის მასალად გამოყენებული იყო ძუძუს სადინროვანი კიბოს მქონე ინდივიდების ლიმფოციტურ კულტურათა უჯრედები. კვლევებში გამოიყენებოდა შემდეგი მეთოდები: • ლიმფოციტების კულტივირების მეთოდი; • Ag- და G-ბენდირების მეთოდები; • მუტაციების აღრიცხვის მეთოდი; • IKAROS -ის კარიოტიპირების სისტემის გამოყენების მეთოდი. • ასოციაციების განსაღვრის მეთოდი ძუძუს კიბოთი დაავადებული პაცინტებიდან და ჯანმრთელ ინდივიდთა საკონტროლო ჯგუფიდან ხდებოდა საკვლევი მასალის - ვენური სისხლის აღება და ლიმფოციტების კულტივირება და ქრომოსომული ანალიზი შემდგომი გენეტიკური კვლევებისათვის. ჩვენს მიერ დადგინდა, რომ ჰომოლოგიური ქრომოსომათა 15:15 და 21:21 ქრომატიდების „თანამგზავრული“ უბნების ასოციაციებში შესვლის ინტენსივობა მნიშვნელოვნად იყო მომატებული ძუძუს კიბოთი დაავადებულ ინდივიდებში, ჯანმრთელ ინდივიდთა საკონტროლო ჯგუფის მაჩვენებელთან შედარებით (p <0.01). ჩვენი მონაცემები მიუთითებენ, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებულებში 15:15 და 21:21ქრომოსომების ქრომატიდების „თანამგზავრებს“ ახასიათებთ განსხვავებული აქტივობა, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ლივაგენისა და კობალტის კომბინირებული მოქმედებით ადგილი აქვს ძუძუს კიბოთი დაავადებულთა ლიმფოციტური კულტურების უჯრედებში ჰოლოგიურ ქრომოსომათა 15:15 და 21:21 ტიპის ქრომატიდული ასოციაციების სიხშირისა და რიბოსომული ცისტრონების გაზრდილი ექსპრესიის ნორმალიზებას. აკროცენტრულ ქრომატიდთა რიბოსომული ცისტრონების შესწავლა და მათი როლი პათოლოგიებიში არის მედიცინის ახალი მიმართულება, რომელიც გზას ხსნის მომავალში დაავადების დიაგნოსტირების ახალი მიდგომისა და მკურნალობის ახალი სტრატეგიის განსაზღვრისათვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com