ka | en
TSU

მოტივაციის როლი სწავლებაში და სწავლების მეთოდები

ავტორი: ქეთევან მუსერიძე
საკვანძო სიტყვები: მოტივაცია, სწავლება, მეთოდები
ანოტაცია:

მოსწავლეების დაინტერესება სასწავლო მასალისადმი და მათში სწავლის ნამდვილი მოტივაციის გაჩენა პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. ხშირად ბავშვების მამოტივირებელი იმპულსი ჯილდოს მიღება ან სასჯელის თავიდან აცილებაა, რაც არ წარმოადგენს სწავლისათვის ეფექტურ მოტივატორებს. ამგვარი მოტივაცია გარეგანია და შესაბამისად გარე იმპულსების გაქრობასთან ერთად, სწავლის მოტივაციაც ქრება. საჭიროა შინაგანი მოტივაციის გაღვივება, რაც სასწავლო პროცესებისადმი ინტერესს და ცნობისმოყვარეობას გულისხმობს. თუმცა, ამგვარი მოტივაციის გაჩენა მასწავლებლების და მშობლების მხრიდან გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილებას მოითხოვს, რაც ხშირად თანამედროვე სამყაროში უგულებელყოფილია. გარდა ამ წინაპირობების დაკმაყფილებისა, შინაგანი მოტივაციის გაღვივებისათვის აუცილებელია მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესები და შესამაბისი მეთოდების გამოყენება. სამწუხაროდ, სწავლების ტრადიციული მეთოდები ხშირად არაეფექტურია. სწავლების მეთოდები, ისევე როგორც ყველა სხვა სფერო, საჭიროებს განვითარებას და ახლებური მიდგომების შემუშავებას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com