ავტორიზაცია
„საკვერცხის კისტის მუცინების სპეციფიკურობის ანტისხეულების თიროიდმასტიმულირებელ ჰორმონთან (თმჰ) დაკავშირების უნარის შეფასება“
ავტორი: მარიამ სიჭინავასაკვანძო სიტყვები: საკვერცხის კისტა, მუცინების სპეციფიკურობის ანტისხეულები, თმჰ.
ანოტაცია:
კვლევის წინაპირობა: საკვერცხის კისტები სითხით სავსე სტრუქტურებია. საკვერცხის კისტის სითხე გარკვეული სახის მუცინებით არის მდიდარი. სხვაგვარად, ამ მუცინებს "სისხლის ჯგუფის ანტიგენებსაც“ უწოდებენ. კისტების წარმოქმნა შეიძლება მოხდეს მრავალი მიზეზით. არსებობს მზარდი მტკიცებულება, რომ საკვერცხის კისტები ხშირად ასოცირდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასთან და ჰიპოთირეოზისთან. იმუნოლოგიის კათედრაზე მიმდინარეობს კვლევა, რომლის შედეგადაც ნანახი იქნა, რომ საკვერცხის კისტის მქონე პაციენტებს აქვთ ბუნებრივი ანტისხეულები, რომლებიც უკავშირდებიან ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინს და თირეოიდმასტომულებელ ჰორმონს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ანტისხეულები ვერ იქნა აღმოჩენილი ჯანმრთელი მოხალისე პირების სისხლში, გაჩნდა მოსაზრება, რომ ისინი ხომ არ ჩნდებიან საკვერცხის კისტის მუცინების საპასუხოდ. ყოველივე ამის საფუძველზე, წარმოდგენილი კვლევის მიზანია, საკვერცხის კისტის მუცინების სპეციფიკურობის ანტისხეულების თიროიდმასტიმულირებელ ჰორმონთან (თმჰ) დაკავშირების უნარის შეფასება. კვლევის მასალა და მეთოდები: იმუნოფერმენტული ანალიზით (ELISA) შესწავლილია შემდეგი კომერციული მონოკლონური ანტისხეულების დაკავშირება თმჰ-სთან და აქგ-სთან: ab212418 – მონოკლონური ანტისხეული სისხლის ჯგუფის ანტიგენის წინამორბედის მიმართ (აბკამი, აშშ); SPM522 – მონოკლონური ანტისხეული სისხლის ჯგუფის ლუის A ანტიგენის მიმართ (Novus Biologicals, SPM522); ab3968 – მონოკლონური ანტისხეული სისხლის ჯგუფის ლუის B ანტიგენის მიმართ (abcam, ab3968); SPM297 – მონოკლონური ანტისხეული მუცინ 5AC-ს მიმართ (Novus Biologicals, SPM297). შემდეგ ეტაპზე კი შეფასდა საკვერცხის კისტის მუცინების სპეციფიკურობის კომერციული ანტისხეულ(ებ)ით თმჰ-ის ჰორმონსპეციფიკურ ანტისხეულთან დაკავშირების ინჰიბირება, რისთვისაც გამოყენებული მასალა იყო საკვერცხის კისტის მქონე, 11 ქალის პერიფერიული სისხლი. შედეგები: მიღებული შედეგებიდან ჩანს, რომ საკვლევი ანტისხეულებიდან თმჰ-ს უკავშირდება მხოლოდ ერთი მონოკლონური ანტისხეული - ab212418. საინტერესოა, რომ დაკავშირების უნარი აქგს-თან აღმოაჩნდა იგივე ანტისხეულს, რომელიც უკავშირება თმჰ-ს. ამ ორ ჰორმონთან ბუნებრივად გაჩენილი ანტისხეულების დაკავშირების მაჩვენებლებს შორის მაღალი კორელაციაა (r=0,9967). აღსანიშნავია, რომ ანტისხეული - ab212418 უკავშირდება ნახშირწყლოვან დეტერმინანტს - Gal1-3GalNAc-R. კვლევის შემდეგ ეტაპზე შევაფასეთ შეძლებდა თუ არა ab212418 ანტისხეული თმჰ-ს ჰორმონსპეციფიკურ ანტისხეულთან დაკავშირების ინჰიბირებას. მიღებული შედეგების მიხედვით იკვეთება ინჰიბირების აშკარა ტენდენცია რამდენიმე ნიმუშში, მაგრამ სტატისტიკურად სარწმუნო ინჰიბირება აღმოჩნდა მხოლოდ ერთ ნიმუშში. ეს შეიძლება ბუნებრივადაც ჩაითვალოს, რადგანაც საკვლევ მასალად იყო სტატისტიკური აღრიცხვისთვის არასაკმარისი რაოდენობის ნიმუშები, თუმცა მიღებული შედეგებიდან აშკარაა კვლევის გაგრძელების აუცილებლობა. დასკვნა: დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საკვერცხის კისტის არსებობის შედეგად ორგანიზმში ჩნდებიან ისეთი ანტისხეულები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონის დონეზე.