ka | en
ავტორიზაცია

ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის პროცესზე არაიონური დანამატების გავლენის შესწავლა AOT-ის შებრუნებულ მიკროემულსიებში
ავტორი: თამარ ქიტიაშვილისაკვანძო სიტყვები: ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატი, შებრუნებული მიკროემულსიები; კოსმოტროპული და ქაოტროპული არაიონური დანამატები, ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაცია, აქტივაციის ენერგია.
ანოტაცია:
შესწავლილია ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის საფუძველზე მომზადებულ შებრუნებულ მიკროემულსიებში ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის პროცესი. გამოკვლეულია ელექტრული პერკოლაციის ზღურბლზე არაიონური კოსმოტროპული და ქაოტროპული ბუნების დანამატების გავლენა. გამოთვლილია ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის აქტივაციის ენერგია აღნიშნული მიკროემულსიებისთვის.