ავტორიზაცია
სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტების მართვის ვებ-გვერდი Medbooker
ავტორი: მარიამი კანკიათანაავტორები: ნონა ვაშაკიძე , მარიამ ფიფია , ქეთევან ხატიაშვილი, გვანცა ნონიაშვილი
საკვანძო სიტყვები: სამედიცინო დაწესებულება, ვიზიტების დაჯავშნა, ექიმთან კონსულტაცია
ანოტაცია:
არსებული ჯანდაცვის სისტემა ხშირად ეყრდნობა ვიზიტების დაგეგმვისა და პაციენტების ჩანაწერების მართვის მოძველებულ მეთოდებს. მსგავს პირობებში, ექიმები და პაციენტები უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან - პაციენტები ებრძვიან შეხვედრების დაჯავშნის სირთულეს და შეზღუდული აქვთ წვდომა სამედიცინო ისტორიაზე, ხოლო ექიმებს პრობლემები ექმნებათ განრიგის ორგანიზებასა და პაციენტებთან ეფექტურ კომუნიკაციაში, ყოველივე ეს იწვევს ხანგრძლივ ადმინისტრაციულ პროცესებსა და პოტენციურ შეცდომებს. ამ საკითხების შემსუბუქების მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ ვებზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ინოვაციურ გადაწყვეტას ორივე მხარისთვის არსებულ გამოწვევებზე. ადმინისტრაციული ამოცანების გამარტივებით, ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობითა და პაციენტების სამედიცინო ისტორიაზე წვდომის გაძლიერებით, მიზნად ვისახავთ გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სფეროში საერთო გამოცდილება. საერთო ჯამში, ჩვენი წვლილი ჯანდაცვის მენეჯმენტში, ვებ – პლატფორმის საშუალებით, ემსახურება ეფექტურობის ამაღლებას, პაციენტის გამოცდილების გაუმჯობესებას, კომუნიკაციის გამარტივებასა და ინფორმაციის ცენტრალიზაციას.