ka | en
TSU

ენანტიომერების დაყოფის ტექნიკური ასპექტების შესწავლა სილიკაგელზე დაფენილი და კოვალენტურად იმობილიზებული ცელულოზა ტრის(3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის) საფუძველზე მომზადებულ სვეტებზე მსქ მს-ს გამოყენებით

ავტორი: თამარ ხატიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერები, ენანტიოსელექტიური, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია მას-სპექტრომეტრია, ქირალური სელექტორი
ანოტაცია:

ვინაიდან ქირალური ნარკოტიკების რაოდენობა მუდმივად იზრდება, სასამართლო ექსპერტიზაში ენანტიოსელექტიური ანალიზის როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ენანტიოსელექტიური მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია მას-სპექტრომეტრია (HPLC-MS/MS) მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს ამ სფეროში არსებულ მოთხოვნებს და აქვს პოტენციალი ამ მეთოდის გამოყენებით დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, არსებობს გარკვეული ტექნიკური საკითხები, რომლებიც მეცნიერებმა უნდა გაითვალისწინონ, რათა სწორად ჩაატარონ ენანტიოსელექტიური HPLC-MS/MS ექსპერიმენტი და მოახდინონ ექსპერიმენტული შედეგების სწორი ინტერპრეტაცია. ამ კუთხით ჩვენი დაკვირვებები შეჯამებულია ამ სამეცნიერო კვლევით პროექტში. შევისწავლეთ 100-ზე მეტი ქირალური ნივთიერების ენანტიომერების დაყოფა სილიკაგელზე დაფენილ და კოვალენტურად იმობილიზებულ ცელულოზა ტრის(3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის) საფუძველზე მომზადებული სვეტებზე მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიაში. დაკვირდებას ვახდენდით თანმიმდევრულად ჩართული UV-VIS და MS/MS დეტექტორებით. შევისწავლეთ ქირალური სელექტორის, მოძრავი ფაზის შემადგენლობის და ნიმუშის კონცენტრაციის გავლენა პიკის ფორმაზე და დაყოფის ეფექტურობაზე. აღმოჩნდა, რომ მოძრავი ფაზის გრადიენტმა (შემადგენლობამ და განსაკუთრებით, ნაკადის სიჩქარემ), ისევე როგორც ნიმუშის კონცენტრაციამ შეიძლება მკვეთრად იმოქმედოს MS დეტექტორის პიკის ფორმაზე და მოცემული ქირალური ნივთიერების ორი ენანტიომერის ფართობების თანაფარდობაზე.


მიმაგრებული ფაილები:

სათაური [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com