ka | en
TSU

ეპიდემიის ევოლუციის მათემატიკური მოდელირება

ავტორი: ლუკა წულუკიძე
საკვანძო სიტყვები: ეპიდემია, ევოლუცია, მოდელირება, მოდელი
ანოტაცია:

ეპიდემიის აღმწერი მათემატიკური მოდელები ძალზე მნშვნელოვანია ეპიდემიოლოგიაში, მათი მრავალი სახე-სხვაობა არსებობს, თუმცა მოცემული მოხსენების ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ კერმაკისა და მაკკენდრიკის SIR- მოდელზე დაშენებული ეპიდემიის ევოლუციის SIRD მოდელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიწინასწარმეტყველოთ, თუ დაახლოებით როგორ იმოქმედებს ეპიდემია დროის გასვლასთან ერთად. Matlab-ის მეშვეობით დავაკვირდით მოცემულ მოდელს და მის ქმედებებს პარამეტრების ცვლილებისას, რის საფუძველზეც გავაანალიზეთ მიღებული შედეგები. ამის შემდგომ, მოდელის გასაუმჯობესებლად გავითვალისწინეთ დროითი დაყოვნებები (ინკუბაციის პერიოდი და იმუნიტეტის დაკარგვა), დაყოვნებითი დიფერენციალური განტოლებების მეშვეობით შევძელით ეპიდემიის ევოლუციის მოდელირება ამ წანაცვლებებისთვის, მოცემული შედეგები შევადარეთ კოვიდ-19-ის რეალურ სტატისტიკას საქართველოში, ასევე დავაკვირდით ეპიდემიის მოდელის მსგავსებას რადიოაქტიული დაშლის ოჯახების აღმწერ ბეიტმენის განტოლებათა სისტემების შედეგთან.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com