ka | en
TSU

კომპიუტერული ნაწილების მაღაზია PCparts

ავტორი: ვლადიმერ ლომიძე
თანაავტორები: გიორგი წიწილაშვილი, გიორგი ბიწაძე, ბესარიონ კუპრაძე
ანოტაცია:

როგორც ვიცით, კომპიუტერული ტექნიკა ფართოდ არის გავრცელებული და თითქმის ყველა სფეროში აქტიურად გამოიყენება. მიუხედავად კომპიუტერული ტექნიკის მაღალი სწრაფქმედებისა არ წყდება სამუშაოები, რომელიც მიმართულია სწრაფქმედების ამაღლებისა და მისი შესაძლებლობების გაზრდისკენ. შესაბამისად კომპიუტერული ტექნიკა მალევე “ძველდება”. ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების მიზნით ადამიანები და ორგანიზაციები ცვლიან კომპიუტერში გამოყენებულ ძველ კომპონენტს (CPU, GPU, RAM და ა.შ.) შედარებით უფრო მაღალი სწრაქმედების მქონე ახლი კომპონენტით. აქედან გამომდინარე, დიდია კომპიუტერის ნაწილებზე მოთხოვნა, ისევე როგორც ამ ნაწილების გაყიდვის მცდელობა. კერძო პირები და კომპანიები ცდილობენ კომპიუტერული ნაწილების გაყიდვას სხვადასხვა საიტებსა თუ სოციალურ ქსელებში. ეს ხშირად ხდება ისეთ საიტებზე, სადაც უამრავი სხვა პროდუქციაა და ინტერესი მათი პროდუქციის მიმართ მცირე, ან საერთოდ არ არის. მსგავსი საიტის მაგალითია Mymarket, ასევე Facebook-ზე არსებული სხვადასხვა ჯგუფები და გვერდები, სადაც მსგავსი სიტუაციაა. ხოლო პირი, ვისაც კომპიუტერის ნაწილის შეძენა სურს, ცდილობს მისთვის სასურველი ნაწილი მოძებნოს სხვადასხვა კომპანიების ვებ-გვერდებზე, ან ისეთ საიტებზე, სადაც მისთვის სასურველი ნაწილის პოვნა ძალიან რთული ხდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენი პროექტია ვებსაიტი, რომელიც მოსახერხებელი იქნება როგორც გამყიდველი პირისთვისა და კომპანიისთვის, ასევე მყიდველისთვისაც. ეს ვებგვერდი მარტივს გახდის ყიდვა-გაყიდვის პროცესს როგორც მყიდველისთვის, ისე გამყიდველისთვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com