ავტორიზაცია
საგანმანათლებლო ვებ-გვერდი ასტრონომიის შესახებ „AstroWorld“
ავტორი: გიორგი ბარიშვილითანაავტორები: ანა გულორდავა, ემზარ ლუკავა, ნიკოლოზ ჩაიკა
საკვანძო სიტყვები: ასტრონომია, საგანმანათებლო, ფორუმი
ანოტაცია:
„AstroWorld“ არის საგანმანათებლო ვებ პორტალი, სადაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეისწავლოს ასტრონომიის საფუძვლები და გაეცნოს უახლეს ამბებს ამ სფეროში. მსგავსი პორტალის შექმნის იდეა ჯგუფის წევრებს გაგვიჩნდა, როდესაც ინფორმაციის მოძიებისას აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ ენაზე არის წყაროების არასაკმარისი რაოდენობა. ამას დამატებული ის, რომ ინტერნეტ სივრცეში ეს ინფორმაციები მიმოფანტულია და დაინტერესებული პირები არ არიან დარწმუნებული მოძიებული მასალების სანდოობაში. პროექტზე მუშაობის პროცესში მაქსიმალურად ვეცადეთ ამ პრობლემების გადაჭრა. აღსანიშნავია, რომ ამ განხრით საკმაოდ მცირედს ასწავლიან სკოლებში. შესაბამისად, მოზარდებისათვის, რომლებსაც ასტრონომიის მიმართ ინტერესი გააჩნიათ, ვებ-გვერდი საკმაოდ გამოსადეგი და პრაქტიკული იქნება. თუმცა, პროექტი „AstroWorld“ განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, თუნდაც მათთვის, ვინც უკვე განსწავლულია ამ სფეროში, რადგან გარდა საბაზისო გაკვეთილებისა, აქ შეხვდებით სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებსა თუ უახლეს ამბებს ასტრონომიასთან დაკავშირებით. ე. წ. გაკვეთილები შედგენილია ზოგადი ინფორმაციებით. მათ თემების შესაბამისად დართული ექნებათ ანიმაციები და ვიდეოები მითითებული მოქმედებების აღწერებით, რომ უკეთ და უფრო ეფექტურად აღიქვათ და შეისწავლოთ ახალი ინფორმაცია. ჩვენი ვებ-პორტალი არის სრულიად ხელმისაწვდომი, ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა დაგჭირდებათ. ამ პროექტის მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზე მრავალი ინფორმაცია მეცნიერების ამ განხრაში. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი მიდგომებითა და სტრატეგიებით გავაუმჯობესოთ სწავლის ხარისხი ასტრონომიაში და ამასთან ერთად, დაინტერესებულ პირებს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მივცეთ.