ka | en
TSU

ქოლესტეროლი, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი კიბოს განვითარებაში

ავტორი: ბელა სეფიაშვილი
ანოტაცია:

ქრონიკული დაავადებების დროს, როგორცაა კიბო, უჯრედები განიცდიან მეტაბოლურ ადაპტაციებს, რაც აისახება პათ-ფიზიოლოგიურ ცვლილებებში. აღნიშნული მოიცავს ლიპიდური მეტაბოლზიმის ცვლილებებს, მათ შორის ქოლესტეროლის ჰომეოსტაზის ცვლილებებს. დღეისათვის ქოლესტეროლი განიხილება არა მხოლოდ რისკ-ფაქტორად, არამედ კიბოს პროგნოზულ ფაქტორადაც ქოლესტეროლის დაგროვების შედეგად, სიმსივნურ უჯრედებს გააჩნიათ მემბრანული ქოლესტეროლის უფრო მაღალი დონე. აღნიშნული უჯრედული სტრუქტურა კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიმსივნური უჯრედების ზრდაში, ადჰეზიაში, მიგრაციასა და ინვაზიაში. ამრიგად, არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ქოლესტეროლის სინთეზის გზის უფრო სიღრმისეული შესწავლით შეიძლება კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების და პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის საჭირო მიდგომების განვითარება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com