ka | en
TSU

გრავიტაციული წითელი წანაცვლება

ავტორი: giorgi kakhniashvili
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია გრავიტაციული წითელი წანაცვლება, რომელიც დაკავშირებულია წყაროს მიერ გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ტალღის სიხშირის წანაცვლებასთან გრავიტაციულ ველში. გრავიტაციული წითელი წანაცვლება ფარდობითობის ზოგადი თეორიიდან (1911წ) იწინასწარმეტყველა აინშტაინმა. ეს წანაცვლება სუსტ გრავიტაციულ ველში დაკავშირებულია გრავიტაციულ პოტენციალთა სხვაობასთან დედამიწის ზედაპირიდან განსაზღვრულ სიმაღლეზე და დედამიწის ზედაპირზე არსებულს შორის. გრავიტაციულ წითელ წანაცვლებასთან დაკავშირებით ნაშრომში დაწვრილებითაა აღწერილი პაუნდისა და რებკას ექსპერიმენტი(ჰარვარდის კოშკის ექსპერიმენტი)(1959წ), რომლებმაც 22.6 მეტრის სიმაღლის კოშკში(მანძილი წყაროსა და დეტექტორს შორის) მოათავსეს სინათლის წყარო და დეტექტორი. სინათლის წყაროსაც და დეტექტორსაც წარმოადგენდა გამა რადიოაქტიური (14.4 კევ ენერგიის) რკინის 57Fe იზოტოპი. ექსპერიმენტული გაზომვის მაღალი მგრძნობიარობიდან გამომდინარე ნაშრომში ასევე განხილულია მესბაუერის ეფექტი, რომელიც საფუძვლად დაედო მესბაუერის სპექტროსკოპიას და გამოყენებულ იქნა ექსპერიმენტში რეზონანსულუი შთანთქმის პროცესის რეალიზაციისათვის. საბაკალავრო ნაშრომში ასევე აღწერილია შედარებით თანამედროვე ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა 1976 წ. რობერტ ვესოს ხელმძღვანელობით (Smithsonian Institution) ექსპერიმენტში Gravity Probe A 10273 კმ-სიმაღლეზე დედამიწის ზედაპირიდან, გაიზომა გრავიტაციული წანაცვლება წყალბადის ორ მაზერს შორის: ერთი მოთავსებული იყო დედამიწის ზედაპირზე, ხოლო მეორე სუბორბიტალურ რაკეტაზე. გაზომვის სიზუსტე (განსხვავება თეორიულ და ექსპერიმენტულ მონაცემებს შორის ) შეადგენდა 0.007%. საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობის პერიოდში გიორგი კახნიაშვილი აქტიურად იყო ჩართული ლიტერატურის მოძიებაში, ის სიღრმისეულად გაეცნო დასმული ამოცანის ფიზიკურ არსს, სისტემატურად იყო ხელმძღვანელთან კონტაქტში. მან მოიძია და თარგმნა საბაკალავრო ნაშრომთან დაკავშირებული უახლოესი ლიტერატურა. ყოველივე ზემოთ განხილულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნაშრომი იმსახურებს მაღალ შეფასებას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com