ka | en
TSU

ფტალატები:მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

ავტორი: ანა ნებიერიძე
ანოტაცია:

ფტალატები ქიმიური ნივთიერებების ერთ-ერთი ჯგუფია. ადამიანები მათ გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და შედეგად, მსოფლიოში მცხოვრები ინდივიდების ძალიან დიდ ნაწილს შეხება აქვს ამ ქიმიურ ნივთიერებებთან. ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, რომ ფტალატებს ძალიან დიდი ზნიანის მოყენება შეუძლიათ ჩვენი ორგანიზმისთვის და მათთვის თავის არიდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენივე ჯანმრთელობისთვის, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ეს ქიმიური ნივთიერებები თითქმის ყველგან გვხდება: ფრჩხილის და თმის ლაქში, საპნებში, თმის საღებავებში, შამპუნებში, სარეცხ საშუალებებში, სარწყავ გაყვანილობებში, სამედიცინო აპარატურაში, იატაკის და ავეჯის ზედაპირზე, საკვების შეფუთვაში, საღეჭ რეზინში, კანფეტებში, ტაბლეტებში და ასე შემდეგ. ნაშრომში განხილულია, თუ რა უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ფტალატებს ჩვენს ორგანიზმზე და როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ ქიმიური ნივთიერებებისგან. ნაშრომში განხილული საკითხი ძალზედ აქტუალურია, რადგან საქართველოში მცხოვრებმა ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის ფტალატების თვისებები, ამოცნობა და მათგან თავის დაცვა. აღნიშნულ ნაშრომში განხილული დეტალები კი დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს, მეტი გაიგოს ამ მომაკვდინებელი ნივთიერებების შესახებ.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com